POSTS დაიჯესტი
ნანული ჟორჟოლიანს ვუსმენდი,რეჟიმის ციხეში ჩაჯდომაზე გაიწიონ ასე თამამად !

- ნახვები405
- ლაიქები0
“ნანული ჟორჟოლიანს ვუსმენდი რომც დამიჭირონ რა უჭირს, ჩემს ეგოს დავიკმაყოფილებ ისტორია მრავალფეროვანი გამიხდებაო. ხო, არა?:) კარგია ოცნების აშენებულ საქართველოში დანაშაულს თუ ჩაიდენ იცი რომ კანონით მოგეთხოვება და არა ოჯახის განადგურებით ან იმაზე ფიქრით, ციხეში გადარჩები თუ არა? თან რამდენად უსინდისოები არიან ხმამაღლა რომ ამბობენ ამას, აბა მათი რეჟიმის ციხეში ჩაჯდომაზე გაიწიონ ასე თამამად.”
გიორგი ზერეკიძის ფეისბუქსტატუსი
გიორგი ზერეკიძე 14 წლის იყო, როდესაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დააკავეს. მიხეილ სააკაშვილმა კი საჯაროდ, განაჩენის გამოტანამდე თავად გამოუტანა სასჯელი და თქვა, რომ ის იყო ყაჩაღი და დამტერორებელი.
როგორც გიორგი ზერეკიძემ “პოსტვ”-ის ეთერში ისუბრა, მაშინდელმა სამართალდამცველმა უწყებამ ყველა ბრალი წაუყენა გარდა იმისა, რაშიც მონაწილეობდა და ეს იყო შელაპარაკება დისტრიბუტორთან, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ზერეკიძის თქმითვე, შელაპარაკება დისტრიბუტორთან იმიტომ მოუვიდა, რომ ადგილი, სადაც მანქანა გააჩერა, მისი მამის მანქანის გასაჩერებელი ადგილი იყო და კონფლიქტიც სწორედ ამას მოჰყვა.