POSTS დაიჯესტი
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ეპიცენტრი თბილისიდან 3 კილომეტრში, სოფელ ნორიოსთან იყო. ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.
მიწისძვრა თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, სოფელ პატარა ლილოსთან 17 სექტემბერსაც დაფიქსირდა, მაშინ მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 2.6 იყო.