News დაიჯესტი

რომის პაპი: სექსი ტაბუ არ არის, ის ღვთის საჩუქარია

რომის პაპის განცხადებით, კაცსა და ქალს შორის ურთიერთობას ორი მიზანი აქვს: უყვარდეთ ერთმანეთი და ახალი სიცოცხლე შექმნან.

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ სექსი და სექსუალურობა ღვთის საჩუქარია. რომის პაპის განცხადებით, სექსზე ტაბუ არ უნდა იყოს, ის “ღვთისგან ბოძებული საჩუქარია”.

“სექსი ღვთისგან ბოძებული საჩუქარია. არანაირი ტაბუ. სექსი სიყვარული და ახალი სიცოცხლის დაბადებაა. როდესაც ქალსა და კაცს შორის ვნებიანი სიყვარულია, ეს მათ უკვდავებას ანიჭებს”, – თქვა რომის პაპმა.

რომის პაპის განცხადებით, კაცსა და ქალს შორის ურთიერთობას ორი მიზანი აქვს: უყვარდეთ ერთმანეთი და ახალი სიცოცხლე შექმნან.

ამის შესახებ რომის პაპი 17 სექტემბერს საფრანგეთში ახალგაზრდებს ესაუბრა.

წყარო 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close