News დაიჯესტი
20 წლის ბიჭს საკუთარ სახლში სასტიკად გაუსწორდნენ

- ნახვები537
- ლაიქები0
თათა დავითულიანი სოციალურ ქსელში მისი შვილის პოლიციელების მიერ ცემის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ის ამბობს, რომ სამართალდამცველები მის ვაჟს სახლში შეუვარდნენ და მამის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, რომელიც 2 წელია დაკავებულია, მასზე იძალადეს.
20 წლის კოკა კობალაძე ამჟამად ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობს. ექიმის თქმით, ის საავადმყოფოში თავის ტვინის შერყევით გუშინ შეიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდასხმაში პოლიციელების მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. უწყებაში აცხადებენ, რომ ინციდენტის შესწავლა დაიწყო.
ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოკა კობალაძე კრიმინალური ავტორიტეტის, ალექსანდრე კობალაძის ვაჟია.