POSTS დაიჯესტი

საქართველოში ცხოვრების უფლება ეძლევა ყველას, ვინც 35 000 დოლარის ინვესტიციას გააკეთებს

სხვათა შორის, არ არის საფუძველს მოკლებული ის, რასაც შიხიაშვილი ამ სტატიაში წერს ირანიდან საქართველოში მიგრანტების მასობრივ შემოდინებაზე. ეს ტენდენცია გარკვეული ხნის წინ შევამჩნიე. ასე მაგალითად შენდება კორპუსები, სადაც ბინების უმრავლესობა ეკუთვნით ირანიდან, ასევე არაბული ქვეყნებიდან დროებით ან შედარებით ხანგრძლივი ვადით საქართველოში ჩამოსულ პირებს. მათგან ყველას აქვს საქართველოში ცხოვრების უფლება ან მოქალაქეობა. რაშია საქმე?

საქმე იმაშია, რომ დადგენილი წესის მიხედვით საქართველოში ცხოვრების უფლება ეძლევა ყველას, ვინც 35 000 დოლარის ინვესტიციას გააკეთებს. იმ ქვეყნის მოქალაქეებს კი, რომლებიც ჩამოგითვალეთ, 35 000 დოლარი მანქანის “ბარდაჩოკში” უდევთ.

მაგალითად გერმანიას რა რეგულაცია აქვს უცხოელებთან მიმართებაში? რა და თუ გინდა იქ ცხოვრების უფლება მოიპოვო 350 000 ევროიანი ინვესტიცია უნდა გააკეთო. თანაც, როგორც უცხოელმა ინვესტორმა უნდა დაასაქმო მინიმუმ 10 გერმანიის მოქალაქე. ჩვენთან კი მსგავსი “უცხოელები” მეტწილად ღამის კლუბების, სასტუმროების და ეგზოტიკური რესტორნების ბიზნესში დებენ ინვესტიციებს. (35 000 და ზევით) არც საქართველოს მოქალაქეებს ასაქმებენ – “თავიანთი” კადრები ჩამოყავთ.

ფაქტია, ვიღაც ლობირებს ასეთ კანონებს. ვისი, რომელი ჯგუფების ინტერესია ქვეყნის ისედაც მყიფე დემოგრაფიული ბალანსის მიმართ ამ ზომამდე მტრული? სავარაუდოა, რომ ისევ და ისევ სამშენებლო ბიზნესის ცალკეული წარმომადგენლებისა და დეველოპერული ფირმებისა, რომლებმაც “ოცნების” გუნდის სიახლოვეს დაიდეს მყუდრო, კომფორტული ბუნაგი. მათთვის ხომ მთავარი ფულის კეთებაა, ვის და რის ხარჯზე, ეს ჯანდაბის ორღობეში იკითხონ.

ასევე არის ინფორმაციები, რომ მიდის ახალი გეოპოლიტიკური პროექტის დამუშავება თეირანსა და მოსკოვში. ამ პროექტის იდეოლოგები და აქტორები ჯერაც ჩრდილში დგანან და არც მეინსტრიმულები არიან, მაგრამ სერიოზულად განიხილავენ სომხეთის, აზერბაიჯანის და აღმოსავლეთ საქართველოს ირანისთვის გადაცემას. ანუ პოლიტიკური რეალობა, რომელიც გვქონდა შაჰ-აბასის ეპოქიდან 1828 წლის რუსეთ-ირანის თურქმანჩაიში დადებულ ზავამდე, სადაც ირანმა მთელი სამხრეთ კავკასია ცნო რუსეთის სამფლობელოდ. დასავლეთ საქართველოს წაღება კი რუსეთს უნდა აფხაზეთთან ერთად.

ვითხოვთ მიგრაციის გამკაცრებულ კანონმდებლობას! ასევე საქართველოში ყოფნის და მუშაობის უფლებასთან მთელი რიგი პირობების მიბმას!

კონსტანტინე გამსახურდია უმცროსი

ფეისბუქ-სტატუსი 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close