News დაიჯესტი
TI: გამოკითხულთა 45%-ს მიაჩნია, რომ სამართალდამცავები „ჩადების“ მეთოდს იყენებენ

- ნახვები538
- ლაიქები0
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45%-ს აზრით, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები კონკრეტული ადამიანების დაკავების მიზნით, ნარკოტიკული ნივთიერებების ჩადების მეთოდს იყენებენ.
35% აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება, 5%-ს „ჩადებების“ შესახებ არაფერი სმენია, 15%-მა კი, პასუხზე უარი განაცხადა.
კვლევა 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.