News დაიჯესტი

თეო ოთარაშვილი ჰოლივუდს იპყრობს!

ნიუ-იორკში გამართულ Met Gala 2018-ის ღონისძიებაზე წელს სელენა გომესი ქართველი დიზაინერის – თეო ოთარაშვილის ხელით შექმნილი ულამაზესი კაბით წარდგა.

“Met gala 2018. საოცრად ამაღლებული განწყობა მაქვს.მგონი დავფრინავ.მინდა გაგიზიაროთ ჩემი სიხარული და წარმოგიდგინოთ მეტ გალა 2018 სელენა გომესის კაბა, რომელზეც ვმუშაობდი ერთი თვის განმავლობაში.კაბა მთლიანად არის ხელით ნამუშევარი.მას უძვირფასესი ქსოვილი, მაქმანები და თვლები ამშვენებს.გამოგიტყდებით და ურთულესი იყო ამ საოცრად ნაზ და ფაფუკ ქსოვილზე მუშაობა, მაგრამ ამასაც გავართვი თავი. .დღეს მქონდა პატივი ახლოს მენახა რამოდენიმე ჰოლივუდის ვარსკვლავი, წითელი ხალიჩა, ფოტოგრაფები, სტილისტები. ეს ყველაფერი სრულიად თავბრუდამხვევია, ემოციების პიკზე ვარ.ერთი წლის წინ ამაზე ვერც ვიოცნებებდი.თანაც ეს ყველაფერი დაემთხვა ჩემს დაბადების დღეს.ცხოვრებამ უძვირფასესი საჩუქარი გამომიგზავნა.გპირდებით ეს ყველაფერი დასაწყისია, მხოლოდ ერთი წლის new York ული ცხოვრების შედეგი..მზად ვარ ახალი გამოწვევისთვის.მზადაა რამოდენიმე პროექტიც.მივიღე შემოთავაზებები fashion week დან. Happy birthday to me. მალე გაგაოცებთ ახალი შემოქმედებით.” – წერს თეო ოთარაშვილი  სოციალურ ქსელში.

თეო ოთარაშვილი საქართველოში ცნობილი საქორწილო კაბების შექმნით გახდა, თუმცა ჰოლივუდამდე იყო სირთულეებიც, როგორც მან მედია პორტალ “ჯეო დაიჯესტს” ერთ-ერთ ინტერვიუში განუცხადა: ცხოვრებაში რაც არ უნდა რთული პერიოდი ჰქონოდა და ასეთი საკმაოდ ბევრჯერ გამოუცდია, იგი მაინც ხატავდა, ქმნიდა ესკიზებს და კერავდა. იხ. ლინკი 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close