პოლიტიკა

“თუ ჩამოვა, ამას მოყვება რეაგირება, შესაბამისი სამსახურებიც დახვდებიან” – კალაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე

“სააკშვილი თუ ჩამოვა, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ველოდებით. ხალხიც დახვდება ცხადია, მიესალმება მის ჩამოსვლას და შესაბამისი სამსახურებიც დახვდებიან. საერთოდ არ არის საინტერესო მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არ ჩამოვა. ჩამოვა – ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება და ვნახავთ. არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი. ქვეყანა გააგრძელებს ცხოვრებას, დაგეგმილია უამრავი პროექტი. თბილისში იქნება აღმშენებლობა, განვითარება სამუშაო ადგილები. ეს აინტერესებს ხალხს და მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა, არ ჩამოვა მასზეა დამოკიდებული. ჩამოვა ძალიან ბედნიერები ვიქნებით, რადგან მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც აქვს ჩადენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ,  საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ვიდეომიმართვისას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით  განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ის საქართველოში 2 ოქტომბერს ჩამოვა.

„ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“, – განაცხადა  ვიდეომიართვაში   სააკაშვილმა


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close