კატეგორიის გარეშე

“მთელი სოფელი გლოვობს, 23 წლის ბიჭს ტყვია პირდაპირ თავში აქვს ნასროლი”

კასპში, სოფელ ხოვლეთში 23 წლის მამაკაცმა,სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც “გურია ნიუსს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, შემთხვევა გუშინ, მამაკაცის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

“23 წლის ბიჭს ტყვია პირდაპირ თავში აქვს ნასროლი. მთელი სოფელი გლოვობს…რამ მიიყვანა ამ ზომამდე, არავინ იცის”,– ამბობს “გურია ნიუსთან” ერთ-ერთი ადგილობრივი.

მისივე ინფორმაციით,მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

“როგორც ვიცი,პოლიციამ მამაკაცის ტელეფონი უკვე წაიღო და მიმდინარეობს გამოძიება”.

მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს “გურია ნიუსი” შსს-ში არკვევს.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close