News დაიჯესტიPOSTS დაიჯესტი

რუსებისთვის ბინის მიქირავებისა და ხელის მოწერისთვის შესაძლოა დაგაპატიმრონ

,,მეგობრებო ნუ მიაქირავებთ რუსებს ბინას და ნუ მოუწერთ ხელს ფიქტიური ქორწინების მიზნით. რადგან აღებულ ფულს მაინც სამმაგად მიგატანინებენ პოლიციაში და პლიუს პატიმრობასაც ვერ ასცდებით. მინდა გაგაფრთხილოთ ასეთ შემთხვევაში მე არ დაგეხმარებით როგორც ადვოკატი. გამოიჩინეთ კეთილგონიერება გიყვარდეთ სამშობლო თქვენი. ნუ გაყიდით!” – წერს სოციალურ ქსელში  ადვოკატი ნინო მეფარიშვილი.

პოსტის კომენტარებში ასევე ვკითხულობთ რომ ,,ქორწინება თუ ფიქტიურია ადვილი დასამტკიცებელია მაგრამ.ფულის აღება შეუძლებელია თუ რომელიმემ არ დაადასტურა და ისიც მხოლოდ ჩვენება არაა საკმარისი”, რაზეც ადვოკატი პასუხობს რომ მაგის დამტკიცებაზე და გამოძიებაზე თავს არავინ შეიწუხებს.

,,პოლიციასთან პრობლემა რუსების შანტაჟის გამო ექმნებათ

😊

. უკვე ორი შემთხვევაა ქირის მოთხოვნისას ძალადობის ინსცენირება რომ მოაწყვეს და დააჭერინეს მეპატრონე. ფიქტიური ქორწინებისას ოჯახური ძალადობით დააშანტაჟებენ და ამტკიცე მერე ფიქტიური იყოო….” – წერს ნინო მეფარიშვილი.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close