“სირცხვილი, უპასუხისმგებლობა და საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრა – მეტს ვერაფერს დავარქმევ არსებულ იმიტირებულ დაპირისპირებას გახარიასა და “ქართულ ოცნებას” შორის” – ჯეო დაიჯესტი
News დაიჯესტი

“სირცხვილი, უპასუხისმგებლობა და საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრა – მეტს ვერაფერს დავარქმევ არსებულ იმიტირებულ დაპირისპირებას გახარიასა და “ქართულ ოცნებას” შორის”

“სირცხვილი, უპასუხისმგებლობა და საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრა – მეტს ვერაფერს დავარქმევ არსებულ იმიტირებულ დაპირისპირებას გახარიასა და “ქართულ ოცნებას” შორის. ბატონი გახარია- ყოფილი პრემიერ მინისტრი და 2020 საპარლამენტო არჩევნებში სიის პირველი ნომერი, დღეს გვეუბნება, რომ არსებობს კორუფცია და ნეპოტიზმი, რაც საზოგადოებისთვის დიდი ხანია ისედაც ცნობილია, ანუ პიროვნებამ პრემიერ- მინისტრობის დროს, არსებულ გამოწვევებს ვერაფერი დაუპირისპირა და ვერაფერი შეცვალა, უფრო მეტიც, არც კი აღიარებდა პრობლემებს, რომელზეც დღეს საუბრობს. ბატონი ირაკლი კობახიძე კი ამტკიცებს რომ, 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, გახარიაზე ინფორმაცია ჰქონდათ რომ ის გარიგებაში იმყოფებოდა მუხეილ სააკაშვილთან და ერთად გადატრიალებას გეგმავდნენ, რის შემდეგაც გახარიას მიმართ გაუჩნდათ უნდობლობა. ანუ 2019 წელს გახარიას მიმართ გაუჩნდა მმართველ გუნდს უნდობლობა, ხოლო 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში სიის პირველ ნომრად წარადგინა, არჩევნების შემდეგ ისევ მარტო გვევლინა პრემიერ მინისტრად. ქართული ოცნების ამომრჩევლის მიმართ თვალებში ნაცრის შეყრა, უმადურობა, უპასუხისმგებლობა, და ფარისევლობაა განცხადებები ორივე პოლიტიკური ფიგურის მხრიდან. ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება, მჯერა ადეკვატურად შეაფასებს მმართველი გუნდის თამაშებს”,- წერს სოციალურ ქსელში  ირაკლი გობაძე.

 


მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close