News დაიჯესტი

გიორგი გახარია დღეს ბრიუსელში გაემგზავრა

პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე,  გიორგი გახარია ბრიუსელში,  დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს.

როგორც პარტიის პრესსამსახურში განმარტავენ,  გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში დღეს გაემგზავრნენ და შეხვედრები ექნებათ როგორც ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ასევე,  ნატოში.

ამასთან, ისინი შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close