News დაიჯესტი
ძაბვის ვარდნის გამო, თბილისის მეტრო შეფერხებით მუშაობდა

- ნახვები2756
- ლაიქები0
ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, 14:00 საათიდან თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავრცელებს.
მათივე ცნობით, 14:35 საათიდან, ძაბვის ვარდნის გამო, მუშაობა ზონალურად შეფერხდა მეტროს პირველ ხაზზეც და მატარებლები მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ დიდუბის მეტროსადგურამდე მოძრაობდნენ.
„შეფერხების გამო, არცერთი მატარებელი გვირაბში არ გაჩერებულა და ყველა მგზავრმა მეტროსადგურები უსაფრთხოდ დატოვა“, – აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.