რა გახდა ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის მიზეზი – “სახელმწიფო ელექტროსისტემა” განცხადებას ავრცელებს – ჯეო დაიჯესტი
News დაიჯესტი

რა გახდა ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის მიზეზი – “სახელმწიფო ელექტროსისტემა” განცხადებას ავრცელებს

თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში ელექტროენერეგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით  “სახელმწიფო ელექტროსისტემა” განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დღეს, 14 ივნისს, 14 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს.

მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები.

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო.


მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close