კატეგორიის გარეშე
“გაუგონარი და სამარცხვინო”- ცნობილი უფლებადამცველი პაატა შავაძე ნიკა მელიას დაკავებაზე
- ნახვები2481
- ლაიქები0
ცნობილი უფლებადამცვლი, პაატა შავაძე “ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების სოციალურ ქსელში ეხმაურება და პირველ შეფასებას აკეთებს.
“გაუგონარი და სამარცხვინო, დემოკრატიულ ფასეულობებთან რადიკალურად შეუსაბამო მოქმედებები..
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მართალია, დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ ოპოზიციური პარტიის ოფისში შტურმით შეჭრა და პარტიის ლიდერის მიმართ მსგავსი ძალადობის დემონსტრირება მიმაჩნია,რომ ერთბაშად ანგრევს ქართული სახელმწიფოს იმიჯსა და ავტორიტეტს საერთაშორისო საზოგადოების თვალში და აკნინებს მის სამომავლო პერსპექტივებს…განსჯის სხვა თემაა სასამართლოს განჩინების კანონიერება, რის თაობაზეც საზოგადოებისათვის ჩემი პრინციპული პოზიცია უკვე ცნობილია.. ვგმობ მომხდარს!”,-წერს შავაძე.
ცნობისთვის, დღეს სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დააკავა.
სპეცოპერაცია პარტიის შენობაში, გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის, პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.