ALL დაიჯესტიNews დაიჯესტი

“რა გამოიწვევს ეპიდემიის ზრდის ფაზაში დაბრუნებას?!”,-ქართველი მეცნიერები სამომავლო ანალიზს აქვეყნებენ

მეცნიერების დასახმარებლად, Apple, Google & Fb-მ გაასაჯაროეს კლიენტების მობილობის გასაშუალოებული მახასიათებლები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დროითი მწკრივების ანალიზის ჯგუფი კოვიდ-პოლიტიკაში ცვლილებების სამომავლო შედეგებზე ანალიზს აქვეყნებს:

ჯგუფის წევრი, პორფესორი,გრიგოლ ღოღობერიძე, აცხადებს, რომ , როდესაც კოვიდ-პოლიტიკაში ცვლილება ხორციელდება, მაგ. სავაჭრო ცენტრები იხსნება, ინფიცირებულების რაოდენობაზე მის ასახვას 10-14 დღე სჭირდება.

მისივე,განცხადებით, მეცნიერების დასახმარებლად, Apple, Google & Fb-მ გაასაჯაროეს კლიენტების მობილობის გასაშუალოებული მახასიათებლები.

“ვინაიდან მობილობა კორელირებს ვირუსის გადაცემასთან, ეს საშუალებას გვაძლევს წინსწრებით განვსაზღვროთ მოლების გახსნის შედეგი. ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ მოლების გახსნის მიუხედავად ამ კვირაში დავრჩებით მცირე კლების ფაზაში, ან, უარეს შემთხვევაში იგივე დონეზე ვიქნებით”,-განმარტავს პროფესორი.

მისი თქმით,ანალიზი  აჩვენებს, რომ პროტესტების ფონზე შეცვლილი ლოქდაუნიდან გამოსვლის გეგმის რეალიზაცია სავარაუდოდ გამოიწვევს ეპიდემიის ზრდის ფაზაში დაბრუნებას.

ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ გეგმა არასწორია (გამოფიტული ბიზნესისა და ფსიქოლოგიურად გადაღლილი ადამიანების ფონზე). უბრალოდ, ეს სტრატეგია (Mitigation) ლოქდაუნთან შედარებით ბევრად დინამიურ მართვას მოითხოვს და რამდენად მოახერხებენ ამას ჩვენები, უცნობია. დეტალები ბლოგშია, იხ. ლინკი 

მოამზადა რუსა გვაზავა


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close