POSTS დაიჯესტი
“ჩატაევის სპეცოპერაციის დღეს რომ სოზარ სუბარმა მიშა გააკრიტიკა, გახსოვთ?”- ზაზა ბიბილაშვილი
- ნახვები496
- ლაიქები0
“ჩატაევის სპეცოპერაციის დღეს რომ სოზარ სუბარმა მიშა გააკრიტიკა, გახსოვთ? რა დაგვავიწყებს
– მთელმა ერმა აგინა მაშინ ამ ორი ოლიგარქის მონას (ნუ, მთელმა ერმა რა – ყველამ, ვისაც სინდისი აქვს)… ხოდა, სოზარსუბარის მიერ დადგენილი ფსკერის ნიშნული გუშინ ერთმა ქართველმა ინტელიგენტმა ჩააღრმავა – მაშინ, როცა უკრაინელი ოლიგარქი სააკაშვილს შეთითხნილი ბრალდებებით იჭერდა, მიშას გამარჯვების შემყურემ, მან მონახა დრო, სურვილი და ადეკვატურობა, რომ ეთქვა – პრინციპში მაინც ოლიგარქი ჯობია, რადგან საკუთარ ხალხს თავებს არ უხეთქავსო
სამწუხაროდ, პოროშენკომ იმედები გაუცრუა ქართველ ინტელიგენტებს – ვერც მიშა დაიჭირა და თავებიც დაუხეთქა საკუთარ ხალხს. ქვემოთ იხილეთ ამ იმედგაცრუების ამსახველი ფოტოები. ხოდა, მართლა მაინტერესებს, რით განსხვავდებიან ამის მთქმელები სოზარ სუბარისგან? ან იმ პროვოკატორებისგან, რომლებიც სანდრას მიუგზავნეს 51-ე სკოლის წინ, შენმა ქმარმა დააქცია საქართველოო, რომ ყვიროდნენ? – იმ ქმარმა, რომლის დროსაც ბავშვებს სკოლებში მშვიდად ვუშვებდით. არც არაფრით. მართლა არაფრით. განსხვავების ილუზიას მხოლოდ საუბარში უცხოელი ავტორების უხვად ჩაფენილი ციტატები ქმნის. თორემ შინაარსობრივად ეგენი ყველანი ეკაბესელიები არიან. ხოდა, ნუ შეგვეშინდება. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ქოცობას ქოცობა (და არა “შუაშისტობა”), უსინდისობას – უსინდისობა (და არა “აპოლიტიკურობა” ან “ობიექტურობა”), წითელინტელიგენტობას – წითელიტელიგენტობა (და არა “ინტელექტუალობა”).