News დაიჯესტი

“მერიისათვის დამლაგებელი ვეღარ იპოვეთ, თქვენ ღვთის პირიდან გავარდნილებო”

ცნობილი ადვოკატი , პაატა შავაძე მოსწავლეთა არასწორ აქტივობებში ჩართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მომხდარს გმობს.

“დედამ ბავშვის ტანისამოსი მიაყარა სკამზე დაუუთოებელიო და მაგისთვის 9 ბავშვი მინდობით აღზრდას გადასცეს, გაჭირვებული ოჯახი ბავშვს კანფეტს რომ ვერ უყიდის , არიქა , უგულვებელყიფააო და დებოშს ტეხენ და მერიისათვის დამლაგებელი ვეღარ იპოვეთ თქვენ ღვთის პირიდან გავარდნილებო, სკოლას რომ არ მოგეწყვიტათ, სწავლას ისედაც ჩამორჩენილი ბავშვები? ვაი,რა დღეში ხარ, ჩემო საქართველო.. ბავშვს მშობელი შენიშვნას ვეღარ მისცემს, ფეხის წვერზე უნდა დაუდგეთო, მეცადინეობისაკენ რომ მოუწოდო ძალადობაში დაგდებენ ბრალს და ამათ თურმე იმის უფლებაც აქვთ, სკოლაში გაშვებულ ბავშვს ტუალეტები ახეხინონ.. საოცრებათა ქვეყანა ვართ! შეშლილი, შეშლილი, შეშლილი საქართველო”,-წერს შავაძე.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ჩხოროწყუში სკოლის მოსწავლეებს მერიის საპირპარეშო დაასაუფთავებინეს.

ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close