News დაიჯესტი

ცნობილი ადვოკატი მოსამართლე ტოგონიძეს უპირისპირდება- ნახეთ, რა პოსტს აქვეყნებს პაატა შავაძე სოციალურ ქსელში

“იცით თუ არა, რომ მოსამართლე ტოგონიძე ელემენტარულ საკითხებში ვერ ერკვევა!! ??? მოსამართლე ირმა ტოგონიძის არაკეთილსინდისიერებისა და არაკომპეტენტურობის დამადასტურებლად რამოდენიმე ფაქტი ამჯერად: ფაქტი 1: 1-როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოვითხოვე მოპასუხის მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება, თქვენ მომთხოვეთ, მივსულვიყავი მოპასუხის მისამართზე და მომეხდინა მის ოფისში განთავსებული მოძრავი ნივთების აღწერა…. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თურმე არ იცით რომ: რომ მოპასუხის იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებზე არსებული მოძრავი ნივთების სახეობასა და რაოდენობას მოსარჩელე ვერ განსაზღვრავს, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში იგი ვერ აღწერს და ვერ დააზუსტებს ქონებას. ამის უფლებამოსილება აქვს მხოლოდ სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებისა და სააღსრულებო ფურცელის საფუძვეზე აღმასრულებელს, ქონების აღწერისა და დაყადაღების სიაში აღრიცხვის გზით. მოსარჩელეს მოეთხოვება მხოლოდ უძრავი ნივთის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერის წარდგენა. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვდით მოპასუხის არა მოძრავი ნივთების დაყადაღებას, არამედ ზოგადად მოძრავი ქონების დაყადაღებას, ხოლო რა სახის ნივთები დაყადაღდება ეს უკვე სააღსრულებო ბიუროს უფლებამოსილებაა, რომელიც მოიძიებს მოძრავ ქონებას მოპასუხის ფაქტობრივი მისამართის მიხედვით. სამწუხაროდ მე მიწევს შეხსენება, რომ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნას, ყადაღის დადება ქონება-ზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთ-ერთი ფორმა – ყადაღა შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებაზე. ’’სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში’’ ამავე კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად ,, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის)’’. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება. ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით ”ოფისებში თუ საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის, ამდენად წარმოადგენს საკუთვნებელს. რეფორმირებული სასამართლო სისტემის მოსამართლემ თურმე ის არ იცის რომ: სარჩელის უზრუნველყოფის ზოგიერთი ღონისძიების გამოყენება უშუალოდ უკავშირდება მოპასუხის მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლების, კერძოდ – საკუთრების უფლების შეზღუდვას. ყადაღისა და მსგავსი ღონისძიებების დაწესება წარმოადგენს კანონმდებლის ჩარევას ადამიანის ძირითადი უფლების კონსტიტუციით დაცულ სფეროში, ხოლო აღნიშნული ჩარევა (შეზღუდვა) გამართლებულ იქნება თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მათ შორის აუცილებელი ბალანსის დადგენის მიზნით. ამ ბოლოს სააპელაციო სასამართლოში გაგიუქმე სწორედ ის უმეცარი განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებაზე , არაკომპეტენტურობის შედეგად უარი მითხარი!!! ფაქტი-2 თითქმის ორი წელია გადაწყვეტილება ვერ გამოგაქვს ელემენტარულ საკითხზე-მხარე ითხოვს ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლებას და სათათბიროდ გასული, ერთი თვის შემდეგ უკან დაბრუნდი და გადაწყვეტილება დღემდე არ მიგიღია! ვერც მიიღებ, რადგან არ იცი რა დაწერო!! ფაქტი -3 2019 წლის 27 ნოემბერს დამიკმაყოფილე საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე და განჩინება მოსარჩელემ გამისაჩივრა…ეს საჩივარი დღესაც სამუშაო კაბინეტში გიდევს და ათასჯერ ხვეწნა-მუდარის მიუხედავად ვერ გადაგაგზავნინე სააპელაციო სასამართლოში, რადგან ენით აუწერე ზიანს განიცდის ჩემი მარწმუნებელი!! ამ ეტაპზე ეს, პერიოდულად გავაცნობ საზოგადოებას მოსამართლეს, რომელსაც მიაჩნია, რომ კანონიც თავადაა და სამართალიც, რომელსაც “ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად, რომელსაც ჰგონია, რომ ცოდნა მანტიის მოსხმით შეიძინება…. არ დაგზოგავ!! კვირაში სამჯერ მინიმუმ გავაცნობ შენს “ნაცოდვილარს” ჩვენს ძვირფას საზოგადოებას! და ბოლოს, შენ ხარ მოსამართლე, რომელსაც შეგიძლია მხარე დააჯარიმო მარტო ერთი შეკითხვის გამო: “შემიძლია თქვენგან მივიღო სამართლიანი სასამართლო?”ეს შენ და შენმა სეთურმა, ქუთაისში, მიიჩნიეთ სასამართლოსადმი უპატივცემულობად , თუმცა რა, ეს ცოდვა გაგიპრავა…….”-წერს ადვოკატი  პაატა შავაძე სოციალურ ქსელში.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close