News დაიჯესტი
ალექსანდრე კაპანაძე:”მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში უამრავი მსჯავრდებული არის ინფიცირებული, მაგრამ დღემდე არ ჩატარებულა PCR ტესტირება”
- ნახვები2697
- ლაიქები0
მოძრაობა “ჰუმანურობისათვის”დამფუძნებელი, ალექსანდრე კაპანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
“25 იანვარს გავაგზავნეთ მოთხოვნა პენიტენციურ დაწესებულებაში, რომ შეგვიყვანონ მე-17 დაწესებულებაში და დაგვალაპარაკონ უშუალოდ პატიმრებთან.
კვლავ ველოდებით პასუხს.ამავდროულად, ჩვენი ინფორმაციით,მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში უამრავი მსჯავრდებული არის ინფიცირებული, მაგრამ დღემდე არ ჩატარებულა PCR ტესტირება. ადამიანები ყავთ მიგდებული ისე უბრალოდ და ვინც გადაიტანს კვიდს, გადაიტანს, ვინც არა და ცუდად გახდება, იმის გადაყვანა ხდება სპეციალიზირებულ კლინიკაში.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, თვის ბოლომდე ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა დამთავრდეს ტესტირება. იმედი მაქვს,რომ მეჩვიდმეტეში მალე იქნება..ამავდროულად,იმედი არ გვაქვს და არც იმის მოლოდინი, რომ ტესტირებით გამოვლენილი შედეგები ზუსტად აისახება ოფიციალურ სტატისტიკაში”,-წერს კაპანაძე.