News დაიჯესტი

“სირცხვილი ურეკის გამგეობას, ცენტრალური ქუჩა,ეკოლოგიურად კატასტროფულ ზღვარზეა!”,-თამარ ივერი

მეგობრებო,მომიწია რამდენიმე დღით ჩასვლა და მინდა გაუწყოთ რომ ურეკის ცენტრალური თაყაიშვილის ქუჩა,ეკოლოგიურად კატასტროფულ ზღვარზეა!!!! თუ დააპირებთ წასვლას,აირწინაღები მოიმარაგეთ!!

ერთადერთი ვიწრო ცენტრალური გზა და მასზე ავტომანქანების ხროვის შორის მოსეირნე ადამიანები,რომლებიც ჰაერში დამდგარი გამონაბოლქვის ბუღში…ასე ვთქვათ “სეირნობენ”!! ამას კიდევ ისიც ემატება რომ გზის კიდეებში გრუნტიანი მიწაა,რაც დამატებით მტვრის ბუღს წარმოქმნის,საგანგაშოა ასევე ის ფაქტი რომ მანქანების ძირითად,90% ნაწილს ძველი,მღრჩოლავი,მოფახფახებული ავტომანქანები შეადგენენ და ამ გზაზე,აქეთ იქეთ გადაფოფრილი მაღალი ხეები არ აძლევენ ამ გამონაბოლქვს გაწოვის საშუალებას!! არავითარი ცალკე საფეხმავლო გზა,არავითარი სატრანსპორტო შეზღუდვები,არანაირი ზრუნვა ადამიანების ჯანმრთელობაზე!!

ნული!! არადა,სწორედ ამ “სასაკლაო გზის” გაყოლებაზეა მთელი სასტუმროები და სახლები რომ სეირნობის პარალელურად…ოთახშიც ყლაპოს ხალხმა ეს “სიმსივნის გამომწვევი ჰაერი”!! მთელ ამ “სიკეთეს” ემატება ეგრევე ხალხის სავალ ტროტუარზე,ყოველ 50მეტრში დაყრილი ბუნკერები,რომლებიც ისე აუტანლად ყარს სიცხეში რომ შეიძლება გული აგერიოს.
რა აზრი აქვს ბავშვების ზღვაზე გაყვანას და მაგნიტური ქვიშით გაჯანმრთელებით თავის მოტყუებას თუ პლაჟიდან ამოსულმა თაყაიშვილის ქუჩას შესწირე შენი “გაკაჟებულ-დამაგნიტებული” ჯანმრთელობა?? 


სამაგიეროდ ბევრია ერთმანეთზე მიბჯენილი მაღაზია-მაღაზიაზე-დუქანი-დუქანზე,საქანელების მოედნები და ხალხისათვის მთელი “ფულის გამოსაწუწნი” ობიექტების ჯგრო! არანაირი პარკი,სარეკრეაციო ზონა რომ ადამიანი ჩამოჯდეს სიმწვანეში და გულს გადააყოლოს.მხოლოდ ფულის საყრელი ჩარჩ-ვაჭრული ობიექტები.თუ სადმე სკამს წააწყდი…ესე იგი რომელიმე დუქან-რესტორნისაა და წამსვე მოგვარდება მიმტანი:”რას მიირთმევთ?ო”.თუკი აქა იქ სასწაულბრივად დარჩენილი მწვანე ნაკვეთია დარჩენილი,სადაც შესანიშნავი იქნებოდა ბაღის და პარკის მოწყობა….ტრაფარეტი აქვს აწებებული “იყიდება-Продаётся»


ასეთ ზე-კომფორტს ემატება კიდევ ის რომ ამ ერთმანეთთან მიბჯენილი და ჩამწკრივებული სახლების ჭიშკრები ჩაკეტილია და ყველაზე მიწერილია “გასასვლელი არ არის-Прохода Нет» ანუ…ზღვასთან პრაქტიკულად ვერ მივა კაცი თუ სადმე რაიმე “ლაზეიკა” არ მოძებნა.ჯერჯერობით ხალხი ერთი გასაყიდი ნაკვეთის ტერიტორიას ხმარობს ზღვაზე გასასვლელად და ესეც რომ გაიყიდება…მერე ალბათ კილომეტრიანი გზის გავლა მოუწევთ პლაჟის ცენტრალურ შესასვლლამდე!! 

უსასარგებლოესი კურორტი,მისი მოუვლელი,გაჩანაგებული ინფრასტრუქტურით და საგანგაშო პირობებით განწირულია და დღითიდღე სულს ღაფავს!! სამაგიეროდ,ალბათ მთელი გამოყოფილი თანხები ვინმე “ფულის ქისა”გამგებელ ბიძიას მუთაქებში იქნება შეკუჭული! И Все Счастливы…
სირცხვილი!!!
#სირცხვილიურეკისგამგეობას 

თამარ ივერი

ფეისბუქ-სტატუსი 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close