News დაიჯესტი

“ბედნიერი ვარ, რომ მსგავსი მასშტაბის ტურნირს, თბილისთან და ბათუმთან ერთად, ჩვენი ქალაქი, ფოთი უმასპინძლებს”

უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წელს, 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს.

ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს. ჯგუფური შეხვედრები 4 სტადიონზე გაიმართება: მათ შორის ბათუმში, ფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).

“ბედნიერი ვარ, რომ მსგავსი მასშტაბის ტურნირს, თბილისთან და ბათუმთან ერთად ჩვენი ქალაქი, ფოთი უმასპინძლებს. ვულოცავ ქართული ფეხბურთის თითოეულ გულშემატკივარს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩემს ფოთელებს ამ დიდ წარმატებას და ისტორიულ დღეს! ევროპის ჩემპიონატი საქართველოში და ჩვენს ქალაქში ნიშნავს ფეხბურთის განვითარებას, ჩვენი ახალგაზრდებისთვის დიდ გამოცდილებას, ახალ შესაძლებლობებს სპორტის სფეროში”,- განაცხადა ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა,  ირაკლი ხახუბიამ.

16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა – საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს. ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე შედგება.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close