საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ახალი პროექტი იწყება – ჯეო დაიჯესტი
კატეგორიის გარეშე

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ახალი პროექტი იწყება

2020 წლის 5 ნოემბრიდან ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება პროექტი: „საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა დემოკრატიულ  პროცესებში“.

პროექტი იწვევს მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს შემდეგი სოფლების სკოლებიდან: ახალაბასთუმანი, განმუხური, კოკი, ორსანტია, რიყე, რუხი, ტყაია, შამგონა, ლია, ფახულანი, ჭალე, მუჟავა და ხურჩა.   პროექტში 1 სოფლის სკოლიდან 2 მონაწილე შეირჩევა.

პროექტი მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების მეშვეობით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში.

პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების გააქტიურებას, სოფლებში ახალგაზრდული გუნდების ფორმირებას, წაახალისებს ახალგაზრდული ინიციატივების გამოვლენასა და განხორციელებას.

 

პროექტის პირველ ეტაპზე, მიმდინარე წლის 18 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, დაგეგმილია ონლაინ ტრენინგები ZOOM-ის პლატფორმის საშუალებით.

 

პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ ცოდნა და უნარები და აიმაღლონ ცნობიერება სხვადასხვა თემაზე, მათ შორის: სამოქალაქო აქტივიზმის, ლიდერული უნარ-ჩვევების, ადვოკატირების; ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობისა და თანამონაწილეობის გაზრდის მნიშვნელობის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ.


მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close