ALL დაიჯესტი

15 წლის გოგოზე, სავარაუდოდ, საკუთარმა მამიდაშვილმა სექსუალურად იძალადა – ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 32 წლის მამაკაცს 20 წელი ემუქრება

სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 15 წლის გოგონა საკუთარ მამიდაშვილს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც არასრულწლოვანის ნათესავები აცხადებენ, მამიდაშვილი საკუთარ ბიძაშვილთან სექსუალურ კავშირს ძალადობის გზით, 1 წელია ახორციელებს. მათივე თქმით, 32 წლის მამაკაცი არასრულწლოვან გოგონას ემუქრებოდა და აიძულებდა, მომხდარის შესახებ არ გაეხმაურებინა. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, თუმცა, იგი რამდენიმე დღის წინ, მომხდარის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. „გურია ნიუსი“ დაუკავშირდა იმ სოფლის რწმუნებულს, სადაც არასრულწლოვანი ცხოვრობს. მერის წარმომადგენელი გოგონას დადებითად ახასიათებს, სხვა დეტალებზე კი არ საუბრობს. ჩვენ, ასევე, დავუკავშირდით შსს-ს. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 15-დან 20-წლამდე პატიმრობა ელის.

“გურია ნიუსი”


მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close