ALL დაიჯესტი

ირაკლი ხახუბია: “ვიყო ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია”

“მინდა მადლობა გადავუხადო პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთელ გუნდს ნდობისთვის. ვიყო ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია. მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს, პოლიტსაბჭოს მხარდაჭერისთვის.

მაქსიმალურად ვიქნები ინიციატორი და განხორციელების პროცესში აქტიურად ჩართული ყველა იმ პროექტსა და პროგრამაში, რაც ფოთის, ხობის და სენაკის მაცხოვრებლების კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი მუშაობით 4 წლის შემდეგ უფრო ლამაზ და განვითარებულ მუნიციპალიტეტებს მივიღებთ. ძალღონეს არ დავიშურებ და აქტიურ ლობირებას გავუწევ ყველა იმ პროექტს, რაც ფოთელების, ხობელებისა და სენაკელების წინსვლასა და წარმატებას უზრუნველყოფს.

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ დაჩი ბერაიას და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ ირაკლი ბერაიას გაწეული შრომისთვის. მათი ინიციატივითა და ჩართულობით ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში არაერთი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განხორციელდა და ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი არაერთი პრობლემა გადაიჭრა.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო, N61 ოლქში შემავალი ფოთისა და გურიის მაცხოვრებლებს, რომლებსაც 4 წელი ვემსახურე. იმ ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროექტების ჩამონათვალი, რომლის განხორციელებაც ჩემს სამაჟორიტარო ოლქში შევძელით მართლაც დიდია და მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ ამ ოლქის მაცხოვრებლების წინაშე პირნათელი ვარ. არაფერია იმაზე სასიხარაულო, ვიდრე მოქალაქეებისგან წამოსული სითბო და სიყვარული, რომელსაც ყოველდღე ვგრძნობ ჩემი ამომრჩევლისგან.

ჩვენი გუნდი, პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ეროვნულ ინტერესებსა და ევროპული დემოკრატიის იდეალებზე დაფუძნებით, ქართული სახელმწიფოს განვითარების ახალ ეტაპს იწყებს. ძლიერი ნაწილი ქმნის ძლიერ მთელს, ძლიერი სახელმწიფოს გარანტი ძლიერი მუნიციპალიტეტების არსებობაა. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტები მაქსიმალურად განვითარდნენ ჩვენი სახელმწიფოს გასაძლიერებლად.

ერთობლივი ძალისხმევით ოქტომბერში გამარჯვება გარდაუვალია!”- წერს ირაკლი ხახუბია თავის ოფიციალურ გვერდზე

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close