POSTS დაიჯესტი

“მოვა ერთი სასტავი, მოიპარავს 8-10 მილიარდს,იგივეს აგრძელებს ახალიც,როგორც შევარდნაძეს,ამათი მიზნებიც მტაცებლურია”

ბურუსის და გაურკვევლობის შემოტანა საზოგადოებრივ ცხოვრებაში – ჯიპას და ჟვანიას შკოლის სტილია ზოგადად. იმიტომაც ვიმკით დღემდე იმას, რასაც ვიმკით, რომ აქ სახელი არ დაერქვა არაფერს, პასუხი არავის მოეთხოვა.

მოვა ერთი სასტავი, მოიპარავს 8-10 მილიარდს, მერე მოვა მეორე – ვიღაცებს აპატიებს, ცოტას გაწეწავს, სუსტებს გადაიბირებენ, პრინციპულებს – დაიჭერენ, და იგივეს აგრძელებს ახალიც. ქართულ პოლიტიკაში ეს უკვე ტრადიციულ ციკლად ჩამოყალიბდა. და ყველას ყველაფერი აწყობს, გარდა ამ დაქცეული, გამათხოვრებული, ანდერკლასად ქცეული ხალხისა. რაც მთავარია, ეს ტრადიცია აწყობს ახლებს, რომ მათაც დაუსჯელად შეძლონ მოპარვა.

ესაა და ეს. სულ ეს არის მთელი პროცესი. საგარეო ფაქტორზე ამჯერად არ ვლაპარაკობ, ჩვენზე არაფერია მანდ დამოკიდებული და ეს სასტავები მომენტალურად იყნოსავენ თუარა უმცირეს ცვლილებას საზღვრებს გარეთ, ყოველგვარი პრინციპულობის გარეშე გადაიხრებიან საითაც საჭიროა. რადგან, ისევე როგორც შევარდნაძეს, აქ იდეურ-პოლიტიკური მიზნები ხელისუფლებებს არა აქვთ, არამედ – მტაცებლური.

პ.ს. მიშა გარკვეულწილად გამონაკლისია, რადგან მართლაც იყო პოლიტიკოსი, თუმც ზემოთქმული სრულად ვრცელდება მასზეც მისი გუნდიანად.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close