ALL დაიჯესტი

“რამდენიმე ახალგაზრდა, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა ღამის საათებში გააჩერეს, პოლიცია კანონდარღვევით მოქმედებს”

“ღამით პოლიციის თანამშრომლები რომ ქუჩაში მყოფ ადამიანებს, ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცებს, ფოტოებს უღებენ, ამის შესახებ ფაქტს პირადად ამაღამაც წავესწარი! რამოდენიმე ახალგაზრდა, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა ღამის საათებში გააჩერეს. არც ერთი მათგანისთვის პოლიციას არ აუხსნია, რისთვის უღებდნენ ფოტოსურათს. ჩვენი შეფასებით, პოლიცია კანონდარღვევით მოქმედებს.
პოლიციამ ახაკგაზრდები მოულოდნელად შეაჩერა ქუჩაში და პირადობის მოწმობები მოსთხოვა: „ვაჩვენეთ პასპორტი, ერთს არ ჰქონდა.შემდეგ კითხა ღამით რატომ ხართ ქუჩაშიო. უთხრეს რამეს ვაშავებთო?არაფერი უპასუხიათ. შემდეგ მიბრუნდნენ და მობილური ტელეფინი მოიმარჯვეს, ცალ-ცალკე დააყენეს ბავშვები და სურათები გადაუღეს! ახალგაზრდებმა კითხეს პოლიციელებს, რა ხდება, ეგ რაში გჭირდებათო-და ზედმეტ კითხვებს სვამთო“
პოლიცია მასობრივად იყენებს ფოტოების გადაღების მეთოდს და ჩვენთან კონსულტაციისთვის ამ საკითხით შეწუხებული რამდენიმე მოქალაქეც მოსულა….
მინდა განვმარტო, რომ პოლიციის თანამშრომელს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს მოქალაქისთვის ფოტოს გადაღების უფლება, როცა პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია:
„ამას არეგულირებს პოლიციის შესახებ კანონის მე-18 მუხლი, რომლის მიხედვითაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად პოლიციელს შეუძლია განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, პირის გამოკითხვა, ზედაპირული შემოწმება ან დათვალიერება. ამ მოქმედების დაწყებამდე პოლიციელმა უნდა განუმარტოს მოქალაქეს, რის საფუძველზე და რა მიზეზით ახდენს გამოკითხვას. პოლიციელის ეჭვის საფუძველი შეიძლება იყოს ის, რომ პირი იმყოფება დანაშაულის ჩადენის, ან საპოლიციო კონტროლს დაქვემდებარებულ ადგილებში, ატარებს იარაღს და შეუძლებელია სხვა ფორმით იარაღის ტარების კანონიერების დადგენა და ასე შემდეგ.
ფოტოს გადაღება კი მაშინაა ნებადართული, თუკი გამოსაკითხი პირი უარს ამბობს ვინაობის გამხელაზე, არ აქვს პირადობის მოწმობა და არსებობს ეჭვი, რომ ის პირად ინფორმაციას არ ამხელს. ამ შემთხვევაში, უნდა შეივსოს შესაბამისი ოქმი და პირს განემარტოს, რა აუცილებლობითაა ამის გაკეთება გამოწვეული.
მოქალაქეები, ვინც ჩვენ მოგვმართა, ამბობენ, რომ მათ პირადი ინფორმაციის გამხელაზე უარი არ უთქვამთ, მაგრამ ფოტოსურათი მაინც გადაუღეს, ეს პირდაპირ კანონის დარღვევაა. ყოფილა შემთხვევაც, როცა დედასთან ერთად ქუჩაში გამოსულ არასრულწლოვანსაც გადაუღეს ფოტო“.
მივიჩნევთ, რომ მიდგომა სისტემურია და პოლიცია ამ გზით პრევენციის გაძლიერებას ცდილობს. ჩვენი შეფასებით, კანონის დარღვევით პრევენციული ღონისძიების გატარება დაუშვებელია!
ჯერ პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა მოქალაქეს უკანონო გამოკითხვის, ან ფოტოს გადაღების გამო პოლიციელთათვის სასამართლოში ეჩივლოს: „ამ დროს მოთხოვნა შეიძლება იყოს ზიანის ანაზღაურება, მაგრამ ამის დადასტურება მაშინ შეიძლება, თუკი მესამე პირი მოახერხებს უკანონო ფოტოგადაღების დაფიქსირებას სხვა ფოტოთი,“ – ასეთი ფოტო უკვე მაქვს!
რეიდები გრძელდება.
ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებამ ორშაბათს უნდა მოგვცეს შესაბამისი განმარტება, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით აწყობს ქუჩაში მოქალაქეთა “ფოტო-სესიებს”!!დაელოდეთ საქართველოს ანტიკორუფციული პალატის რეაგირებას!!”,-წერს ადვოკატი პაატა შავაძე სოციალურ ქსელში.

მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close