ALL დაიჯესტი

ადვოკატი პაატა შავაძე :ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

მაღიზიანებს – უმადურობა და ტუტუცობა, ტყუილები;;

ვგრძნობ – სითბოს და სიყვარულს;

მეშინია – მხოლოდ უფლის;

ვიცი – რომ უფლებაშელახულ ადამიანებს ვჭირდები;;

არ ვიცი – ღალატი;

შემიძლია – ძალიან ბევრი რამ…;

არ შემიძლია – თვალთმაქცობა და ღალატი;

ვმეგობრობ – წესიერ ადამიანებთან;

ვაპატიებ – უნებლიე შეცდომას;

ვტირი – როცა საქმე ისე არ გამომდის, როგორც მე ეს მინდა..

ვიცინი – სისულელეებზე;

ვეძებ – სამართალს;

ღირსი ვარ – რასაც ვიმსახურებ იმისა;

ვჩხუბობ – უსამართლობაზე;

ვკარგავ – მატყუარებს;

მშურს – არავისი;

ვემალები – არავის;

ვემტერები – არაკაცთმოყვარე ადამიანებს;

მაინტერესებს – ყველგან და ყველაფერში სიმართლე;

არ მაინტერესებს – უზნეო ხალხის საუბრები;

მახსოვს – ძალიან ბევრი ცუდიც და კარგიც.;

მრცხვენია – როდესაც პროცესზე პროკურორი უტოპიაში გადადის;

უარვყოფ – უმეცრებას;

ვავადმყოფობ – არასდორს;

ვმალავ – არაფერს;

ვინახავ – საჩუქრებს, ბრენდირებულ პასტებს. მაცივრის მაგნიტებს და სასმელებს;საკანცელარიო ნივთებს

მწამს – უფლის;

მიკვირს – უსამართლო განაჩენების ავტორების;

მიხარია – ყველას წარმატება;

ვჭორაობ – ჩემს ქალიშვილთან ერთად

ვდარდობ – უსამართლობით შეწუხებული ადამიანების ცხოვრებას;;

ვამაყობ – მეგობრებით;

ვაკეთებ -სიკეთეს;

ვეფერები – ჩემს ნამუშევრებს;

მსიამოვნებს – წესრიგი და დაფასება;

მესიზმრება – ჩემი ძმა;

ვეხმარები – ყველას;

ვეწევი – ძალიან ბევრს;

მწყინს – უპატიცემულობა;

ვხარჯავ – გაჭირვებულებისთვის;

ვღალატობ – არასდროს;

ვკამათობ – მოსამართლესთან;

ვუხეშობ – პროკურორთან;

ვუსმენ – ყველას;

ვყოყმანობ – ხშირად;

ვკითხულობ – რაც მომწონს;

ვამზადებ – არაჩვეულებრივ დასკვნით სიტყვებს 🙂 ;

ვუყურებ – კინოს;

ვკლავ – უიმედობას;

ვაფუჭებ – არაფერს;

ვცხოვრობ – ჩემი ქვეყნისა და ხალხისათვის;

ვცემ – საცემს :);

ვყვირი – როცა ეს საჭიროა;

ვმღერი – როცა მემღერება;

ვასრულებ – მითითებას? უფლის;

დავდივარ – სადაც მინდა;

ვმკურნალობ – უსამართლობას;

ვერიდები – საერთოდ არავის;

ვთამაშობ – ბედნიერს;

ვიტყუები -არასდროს;

ვეთაყვანები – ჩემს დედას;

ვგიჟდები –ჩემს ცოლ-შვილზე;

მიყვარს – ცხოვრება;

ვოცნებობ – გამთლიანებულ ქვეყანაზე;

ვფიქრობ – ყველაფერზე;

მძულს – არავინ;

ვნანობ – წლებს;

კმაყოფილი ვარ – ცხოვრებით;

მენატრება – ძმა;

მსურს – უფრო მეტი გავაკეთო;

ვაგროვებ – ძველ ნვთებს;

ვიხდი – გადასახადებს;

ვეჭვიანობ – მუდამ;

„ვკაიფობ“ -გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების დროს;

ვიზიდავ – ყველას;

ვალამაზებ – გარემოს.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close