პოლიტიკა

2017-07-07 21:19:12, 23 ნახვა ზალკალიანი: ველოდებით, რომ მცოცავ ოკუპაციას ადეკვატური რეაგირება მოჰყვება გაეროს და ევროკავშირის მხრიდან

„ამ უკანონო ქმედებების შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭო და გენერალური ასამბლეა ინფორმირებული არიან და ველით, რომ ამას შესაბამისი ადეკვატური რეაგირება მოჰყვება არა მხოლოდ გაეროს, არამედ ევროკავშირის მხრიდან“,-ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით მცოცავ ოკუპაციას.

ზალკალიანის თქმით, 2008 წლის ოკუპაციის შედეგია და ეს საკითხი საქართველოს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„რაც მთავარია, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, გაეროს უშიშროების საბჭოზე ეს საკითხი სამჯერ იყო განხილული. ეს საკითხი ჩვენი ყოველდღიური საზრუნავის მთავარი პრიორიტეტია და მომავალშიც ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ საქმიანობას იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ეს უკანონო ქმედებები ადეკვატურად უნდა შეაფასოს.

ბოლო პერიოდში, ამის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და გენერალურ ასაბლეას არა მხოლოდ ვაუწყეთ, არამედ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დებატებში მონაწილეობა უშუალოდ საგარეო საქმეთა მინისტრმაც მიიღო“,-განაცხადა ზალკალიანმა.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close