POSTS დაიჯესტი
“ალბათ ზამთრის მძიმე კარანტინში გატარება მოგვიწევს”,-ბიძინა შერგელაშვილი
- ნახვები3732
- ლაიქები1
როგორც ჩანს აპრილ-მაისში გარკვეული სტაბილიზაციის შემდეგ ზრდის ახალი ტენდენცია ყალიბდება.
ლეტალური შემთხვევები გამოჯანმრთელებულთა რაოდენობასთან მიმართებაში 9-10 % ის ფარგლებში მერყეობს და ალბათ ეს მონაცემი ბოლომდე ასე დარჩება, თუკი სამედიცინო სერვისების კოლაფსი არ მოხდა, იმედია არ მოხდება.
დღიურად მატების რაოდენობებმა გადაწონა უკვე სერვისების დახვეწით და შემაკავებელი პოლიტიკით მიღწეული სტაბილიზაცია, რომელიც როგორც ჩანს მაისის ბოლოს დასრულდა. თუ ეს მდგომარეობა შენარჩუნდა, არ მინდა არავინ შევაშინო, მაგრამ ალბათ მთელი ზამთრის მძიმე კარანტინში გატარება მოგვიწევს.
It seems the daily growth rates overcame the stabilization achieved in April-May due to the improvement&optimization of medical services and prevention policies. The overall death rate will keep the current figures I think and remain in the range of 9-10 % of the recovered cases, as it seems to be a long-time average. I don’t want to scare anyone but seemingly we will have a strong lockdown around the globe next winter.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი
ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორის
მკვლევარი