ALL დაიჯესტი

ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებულია – ავარია წალენჯიხაში

წალენჯიხაში, სოფელ მიქავაში მომხდარი  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმედ დაშავდა.

არსებული  ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა.

რაც შეეხება დაშავებულებს, ორი მათგანი წალენჯიხის საავადმყოფოში, ხოლო ერთი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.ექიმების  განცხადებით, მათი ჯანმრთელობის  მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შინაგან საქმეთა  სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close