ALL დაიჯესტი

სალომე ფაცაციას,შესაძლოა,საპატიო ზუგდიდელის წოდება მიენიჭოს – მოქალაქეები ზუგდიდის მერს მიმართავენ

ზუსტად ერთი კვირის წინ, დამეფიცება, 100% გულიდან წამოსული პოსტი დავწერე ერთ ძალიან მაგარ გოგოზე – სალომე ფაცაციაზე. რომელიც ანგელოზივით მხსნელად მოევლინა ბევრ ზუგდიდელს (და არამარტო), მათ შორის მეც. იმ დღიდან მესიჯები არ წყდება. (19568 აქვს რეიტინგი ამ პოსტს) იმდენ რამეს მომიყვნენ, თურმე რა ცოტა მცოდნია და რა ცოტა მომიყოლია. ამ საღამოს ერთი გოგონა დამიკავშირდა. #ლანაზანთარაია ვარო მითხრა. თქვენ არ მიცნობთ, მაგრამ მეც ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც სალომე ფაცაციას წყალობით მძიმე დღეები გადალახა და მინდა ყველა ჩემნაირის სახელით ყველა იმ კომპეტენტურ ადამიანს ვთხოვო, რომელსაც შეუძლია სალომე ფაცაცია საპატიო ზუგდიდელის ტიტულზე წარადგინონო. გული გამითბა. ვინ, ვინ და სალომე ნამდვილად იმსახურებს ამ სტატუსს.

#ზუგდიდისმუნიციპალიტეტისმერია

#გიორგი(გეგა) შენგელია

მოგმართავთ თითოეული მადლიერი ზუგდიდელის სახელით.

#სალომეფაცაცია-ზუგდიდის საპატიო მოქალაქედ!

წყარო:”ზუგდიდი P.S.”


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close