POSTS დაიჯესტი

“აქ დარჩენა, სადაც ვართ – ევოლუციური ჩიხია”- ნიკა რურუა

“უალტერნატივო, გადაუდებლად აუცილებელია სკოლების სისტემის სრულიად ფუნდამენტური რეფორმა: ფორმაშიც, შინაარსშიც, მეთოდოლოგიაშიც, პედაგოგიურ პერსონალშიც. ეს უაზრო ტრაგედიები სხვაგვარად არ გაჩერდება, არ მორჩება.

ერთ დღეში საქართველოს 2 ახალგაზრდა, ვინ უწყის რა მომავლისა და პოტენციის მქონე, წაგვართვა (გარდა კონკრეტული დამნაშავისა) რეგვნულმა, ბნელმა, უგულო და უაზრო ანტი-სისტემამ სასკოლო განათლებისა, და ზოგადად – ანტიცივილიზაციურმა ტენდენციებმა, რომელიც წახალისდა ქვეყანაში 2012 წლიდან.

თუმცა, პრობლემა მარტო მანდ არაა – საზოგადოებაშიცაა, რომელშიც “არავის არაფერი არ დაუნახია” ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ, რომელიც ათასგვარ შეშლილ ბოდვას ჟინიანი სიხარულით იჯერებს ხოლმე და საჭირო რეფორმებს კი ბნედიანივით გაურბის.

ეს – ანუ აქ დარჩენა, სადაც ვართ – ევოლუციური ჩიხია, მეგობრებო”.

ნიკა რურუა

ფეისბუქ-სტატუსი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close