ALL დაიჯესტი

” კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ოჯახი უკვე უზრუნველყოფილი იყო პირველადი აუცილებლობის პროდუქტით” – ნახეთ, რას წერს ჟურნლისტი ზუგდიდის მერის მოადგილეზე

ჟურნალისტი მიხეილ ძიძიგური ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, კოსტა კაკავას სოციალურ ქსელში მადლობას  უხდის.

“მადლობას ვუხდით კოსტა კაკავას გამოჩენილი გულისხმიერებისთვის, უანგარო და გულწრფელი სიკეთისთვის. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ დღეს, როგორც კი გაიგო ერთ-ერთი დახმარების საჭიროების მქონე ოჯახის გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ, მოახდინა მდგომარეობაზე მყისიერი, უპირობო რეაგირება.

კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ოჯახი უკვე უზრუნველყოფილი იყო პირველადი აუცილებლობის პროდუქტით. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, ღვთის წყალობას და წარმატებებს. ხოლო საქართველოს ვუსურვებ მის მსგავს ბევრ ადამიანს”,-წერს ძიძიგური “ფეისბუქის” პირად გვერდზე.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close