ALL დაიჯესტი

ზუგდიდში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ რვა სულიან ოჯახს ჟურნალისტი და მისი მეგობარი დაეხმარა

იუთუბერმა  ბიჭიკო ჯეჯელავამ და ჟურნალისტმა მიხეილ ძიძიგურმა ზუგდიდში  მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან აკობიების ოჯახს  დღეს საჩუქრად სასურსათო კალათა გადასცეს.

როგორც საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და იგი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

„ამ აქციით გვინდოდა, მცირეოდენი წვლილი შეგვეტანა და დავხმარებოდით იმ ადამიანებს ვისაც, დღეს განსაკუთრებულად სჭირდება გვერდში დგომა. მოკრძალებული სასაჩუქრე კალათით დღეს, აკობიების ოჯახი გავახარეთ, მომავალში კი სხვა ოჯახებს შეძლებისდაგვარად დავეხმარებით. საქველმოქმედო აქციით დაინტერესდა მოქალაქე ილია ჭითანავა, რომელმაც პატარებთან ტკბილეული გაგვატანა”,-განაცხადა ბიჭიკო ჯეჯელავამ.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close