ALL დაიჯესტი
ზუგდიდში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ რვა სულიან ოჯახს ჟურნალისტი და მისი მეგობარი დაეხმარა

- ნახვები3008
- ლაიქები0
იუთუბერმა ბიჭიკო ჯეჯელავამ და ჟურნალისტმა მიხეილ ძიძიგურმა ზუგდიდში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან აკობიების ოჯახს დღეს საჩუქრად სასურსათო კალათა გადასცეს.
როგორც საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და იგი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
„ამ აქციით გვინდოდა, მცირეოდენი წვლილი შეგვეტანა და დავხმარებოდით იმ ადამიანებს ვისაც, დღეს განსაკუთრებულად სჭირდება გვერდში დგომა. მოკრძალებული სასაჩუქრე კალათით დღეს, აკობიების ოჯახი გავახარეთ, მომავალში კი სხვა ოჯახებს შეძლებისდაგვარად დავეხმარებით. საქველმოქმედო აქციით დაინტერესდა მოქალაქე ილია ჭითანავა, რომელმაც პატარებთან ტკბილეული გაგვატანა”,-განაცხადა ბიჭიკო ჯეჯელავამ.