ALL დაიჯესტი
ფოთში 30-მდე ოჯახს სასურსათო კალათა გადაეცემა – შალვა სარდალიშვილმა საპატრიარქოს ფონდ “ლაზარეს” პროექტში გაიმარჯვა

- ნახვები5084
- ლაიქები0
ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა, შალვა სარდალიშვილმა საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს” პროექტში -„ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, (დონორი:შვეიცარული ორგანიზაცია: HEKS/EPER) გამოცხადებულ სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამაში გამარჯვება მოიპოვა, რომელიც საგანგებოდ COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ გადაუდებელ საქმიანობას უკავშირდება.
პროექტი მიმართულია კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩენილი ჯგუფების მხარდასაჭერად. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ფოთში 30-მდე ოჯახს სასურსათო კალათა გადაეცემა.