News დაიჯესტი

თითოეულ უმუშევარზე 150 ლარი,900 ათასი კი შადრევნების რეაბილიტაციისთვის

დღესდღეისობით კორონა ვირუსი(COVID-19) მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. უკვე აქტიურად წერენ იმ პრობლემებზე, რომელიც კორონა ვირუსმა უკვე შეუქმნა ან/და აწი კიდევ შეუქმნის მსოფლიოს ეკონომიკას.

 

ის რომ კორონა ვირუსი მსოფლიო ეკონომიკაზე ნეგატიურად ზემოქმედებს და მისი ფართოდ გავრცელების შემთხვევაში შესაძლოა ქვეყნების უმრავლესობა ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანოს აზრს მოკლებული მსჯელობა ნამდვილად არ არის. ამ პროცესში და ამ სრულიად ეკონომიურად კოლაფსურ სიტუაციაში,კი განსაკუთრებით საინტერესოა, ის , რომ თბილისის მერიის დაარსებულმა  შპს “ეკოსერვის ჯგუფმა” შადრევნების რეაბილიტაციისთვის 900 ათასამდე ლარი გამოყო.

 

შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოცხადებულია.შესყიდვის  საწყისი ღირებულება 893 574 ლარია. მაშინ, როდესაც ყველა დიდმა ქალაქმა გააჩერა ზედმეტი ხარჯები , ალბათ უპრიანი იქნებოდა , რომ შადრევნების რეაბილიტაციისთვის  განკუთვნილი 900 ათასი ლარით,  სხვა უფრო საჭირო და აუცილებელი სამუშაოები ჩატარებულიყო. თუნდაც,  სადეზინფექციო ან სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფებისათვის  საჭმლის ყიდვა და დარიგება. ვინაიდან უმუშევრად დარჩენილი ბევრი ოჯახი ას ლარსაც კი ნატრობს !

 

ცხადია,ხვალ რომ ეკონომიკური კოლაფსის წინაშე დავდგეთ, შადრევნები სავარაუდოდ არც ჩაირთვება და ფქტიურად წყალში გადაყრილი ფულია.

ტენდერში წინადადებების მიღება 24 აპრილს იწყება.

შესასრულებელი სამუშოები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის დაზიანებული ჰიდრო იზოლაციის დემონტაჟს, არსებული სანათების დემონტაჟსა და ახლის მონტაჟს, შადრევნებში არსებული ქანდაკებების დემონტაჟსა და მონტაჟს და ა.შ.

დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

მოამზადა რუსა გვაზავა


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close