News დაიჯესტი

“საკუთარი ხალხის ავტომატიანი ჯალათები არ გაუპრავებია, არც შევარდნაძის კარის “ინწილიგენტად” ქცეულა”

არც ბიძინეს "გადასარჩენად" გაუხდია საქმე"

„გია ყანჩელი – ადამიანი, რომელიც იყო თავის დროის და სოციალური წრის წარმომადგენელი, კომუნიზმსა და “ინწილიგენციას” ვგულისხმობ, მაგრამ თავი დააღწია ორივეს.

არ მიუღია საკუთარი ქვეყნის დაქცევაში მონაწილეობა და საკუთარი პრივილეგიებისთვის, “მასკვადან” ფირების და იქ – კონიაკების სატარებლად, საკუთარი ხალხის ავტომატიანი ჯალათები არ გაუპრავებია.

არც შევარდნაძის კარის “ინწილიგენტად” ქცეულა, არც ბიძინეს “გადასარჩენად” გაუხდია საქმე და არც საკუთარ საფაშოდ უქცევია ესა თუ ის დაწესებულება, თითქოს მემკვიდრეობით ერგოო, ა ლა სტურუა…

საკუთარი შრომით, ნიჭით, რეპუტაციით სარგებლობდა და ცხოვრობდა. არც არავის ხელის შემყურე ყოფილა და იყო ჭეშმარიტი ხელოვანი, მსოფლიო მოქალაქე – გია ყანჩელი დედამიწის ყველა წერტილში.

მართლაც, რაღაც უცნაური კანონზომიერება აქვს ამ სამყაროს: მისი სიკვდილი გაზაფხულზე უბრალოდ ვერ მოხდებოდა. ჩემს თაობასაც, ყვითელი ფოთლების დანახვისას, მუდამ გია ყანჩელი გაახსენდება…

მსუბუქი იყვნენ ყვითელი ფოთლები შენთვის, მაესტრო…“,წერს, ცოტნე გამსახურდია, სოციალურ ქსელში.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close