News დაიჯესტი

შეკითხვა პუტინს: „როდის დატოვებს რუსული ჯარი საქართველოს?“

„რუსთავი 2-ის“  ჟურნალისტმა მარიამ მენაბდემ მოახერხა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა რუსული ოკუპაცია და ეკითხა მისთვის, როდის დატოვებს რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიას.

ვლადიმერ პუტინი ერევანში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერების შეხვედრაზეა ჩასული.

„როდის დაიწყებს რუსეთი 2008 წელს აღებული ვალდებულებების შესრულებას? როდის გავლენ რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიიდან?“- ჰკითხა მარიამ მენაბდემ ვლადიმირ პუტინს.

„ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს. როცა ჩვენ მივიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას“, – უპასუხა პუტინმა.

espersona.ge


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close