POSTS დაიჯესტი

“მივესალმები გრიგოლ ვაშაძის მისვლას პირველი პრეზიდენტის ძეგლთან, არც ბიძინა, არც კვირიკა ერთხელაც არ მიბრძანებულან იქ”,-კონსტანტინე გამსახურდია

მივესალმები გრიგოლ ვაშაძის ჩასვლას ზუგდიდში, სადაც მან პატივი მიაგო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას და ყვავილები მიიტანა მის ძეგლთან.

ნუ ცხადია, იტყვიან ახლა, პიარიაო, ქულებიო და ასე შემდეგ. იმდენი უსამართლობა და უკეთურება ვნახე მასთან, მის პიროვნებასთან, მოღვაწეობასთან და მისი დაღუპვის გარემოებების გამოძიებასთან მიმართებაში, იმდენი ტაბუს დადება და უგულებელყოფა, რომ დიახაც მივესალმები ასეთ “პიარულ” მისვლასაც.

არც ბიძინა, არც კვირიკა ერთხელაც არ მიბრძანებულან იქ. (ან რა უნდოდა იქ კვირიკას, აიქაფა პირი ედუარდის ქებით, 9 აპრილს კი გაზით ვერ ამოაცლიდი პირიდან ამ დღის შემოქმედის სახელს) ღარიბაშვილი მგონი იყო. და აქ, კომენტარებში კი ნუ დამიწერთ ამაზე პროტესტს – დარწმუნებულ ქოცებს ეხებათ ეს – არამედ წაბრძანდით და გააპროტესტეთ ბიძინასთან, თუნდაც იდიოტური გამონათქვამები (მანერებზე, სახელმწიფოს უცოდინრობაზე და ა.შ.) მისი ხსოვნის ფეხზე დაკიდება, საქმის გამოუძიებლობა, მისი ოჯახზე ხაზის გადასმა და ა.შ. ყველა ასეთ კომენტარზე პასუხად ეს “დაკოპიფეისტდება”.

მეტს არაფერს ვიტყვი.

კონსტანტინე გამსახურდია (უმცროსი)

ფეისბუქ-სტატუსი 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close