ALL დაიჯესტი

ნატოს მემორიალური ფედერაციის „ ფერტუნის“ ოფიციალური წარმომადგენელობა საქართველოში

ნატოს მემორიალური ფედერაციის „ ფერტუნის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში პოლიტიკური პარტია „ მომავალის“ თავმჯდომარე თემურაზ ბობოხიძე გახდა.

როგორ თეიმურაზ ბობოხიძე მედია პორტალ „ ჯეო დაიჯესტთან „ საუბარში აღნიშნავს ეს მისთვის დიდი პატივია და დიდი სურვილი აქვს რომ ნატოს მისიებში დაღუპულ  ქართველ ჯარისკაცთა მემორიალი საქართველოშიც გაიხსნას.

ამის შესახებ როგორც  მან გვითხრა  უკვე აცნობა , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს და ასევე ამის შესახებ მათ ნატოს მემორიალის ოფიციალურმა ფედერაციამაც შეატყობინა.

ბობოხიძე იმედოვნებს, რომ  ეს საკითხი ძალიან მალე გადაწყდება და მისი თქმით დიდი სურვილი აქვს, რომ საქართველოში მემორიალის გახსნა 25 თებერვალს დაემთხვას. რადგან მისი აზრით,  საქართველოსთვის ნატოსთან ნებისმიერ ინტეგერაციას აქვს უდიდესი მნიშვნელობა მისი ტერიტორიული მთლიანობის კუთხით.

ნატოს მისიებში დაღუპულ ჯარისკაცთა მარადიული ხსოვნის პირველი მემორიალი და ინაუგურაცია შედგა 2012 წლის 25- თებერავლს , სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან ესწრებოდნენ კონსულები, ნატოს და ხელისუფლების წარმომადგენლები , ფედერაციის ადმინისტრაცია, დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრები და მეგობრები.

მონუმენტის გახსნა დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრებისთვის და მათი შვილებისთის მარადიული ხსოვნის ნიშანი იყო.

ეს მემორიალი ერთადერთია ევროპაში, რომელსაც აღიარებს თავად ნატო და მისი პარტნიორი ორგანიზაცები.

მემორიალი გახლავთ ერთიანობის მონუმენტი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ , საფრანგეთის ჯარები მუდმივად მონაწილეობენ ნატოს სხვადასხვა მისიებში.

ფედერაციის  დამფუძნებელია საფრანგეთის მოქალაქე, ბატონი ვილი ბრეტონი, იგი 2010 წელს მონაწილეობდა ნატოს 3 ( სამი )  მისიაში ავღანეთსა და ქაბულში.

რის შემდეგაც მან  გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინა ნატოსთან შეთანხმებით ფედერაცია, რომლის მიზანიც იქნებოდა ნატოს მისიებში გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნა.

ფედერაციის პრეზიდენტად  კი დაინიშნა ბატონი, ფილიპ ლიოენ და ქალაქ ფრეტუნის მერის, კატრინ ფურნიეს, წყალობით , ბატონი ბრეტონის იდეა რეალობად იქცა.
ნატოს უფლებამოსილებით ფრეტუნი იქცა ფედერაციის ცენტრად.

ვინაიდან  ფედერაცია არის საერთაშორისო იგი მოიცავს როგორც ევროპის ასევე მსოფლიოს სხვა  დანარჩენ ქვეყნებს. მსოფლიოში  დღეს-დღეობით  მშვიდობის   საკითხი რთულად დგას  და ფედერაციის დამფუძნებლების აზრით, ამ მემორიალების აგებით შესაძლოა მსოფლიო დაფიქრდეს , თუ რამდენ ახალგაზრდას ვკარაგავთ ყოველი მისის დროს.

ფედერაცია მონაწილეობს ნატოს სხვადასხვა ხასიათის კონფერენციებში, ფორუმებში, ნატოს მემორიალის ფედერაციამ უკვე მოიცვა რამდენიმე ქვეყანა და ყავს თავისი წარმომადგენლები:  მონაკოში, გერამანიაში, უკრაინაში, იტალიაში, საქართველოში, თეიმურაზ ბობოხიძე, პოლონეთში შვეიცარიაში, ესპანეთში და სხვა.

ნატოს მემორიალი უკვე აგებულია სხვადასხვა ქვეყანაში და მათ ინაუგურაციაზე მონაწილეობენ ფედერაციის წარმომადგენლები , კონსულები სხვადასხვა ქვეყნებიდან,დაღუპულ გმირთა ოჯახების წევრები და სხვა. მემორიალის აღწერილობა :

პირველი სტელაჟი : ნატოს მისიებში დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნის პატივისცემა“

მეორე სტელაჟი: ნატოს 28 ქვეყნის დროშა .

 

რუსა გვაზავა


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close