პოლიტიკა

მოსკოვი რუსი და ქართველი პარლამენტარების ურთიერთობის მზაობას ადასტურებს

მოსკოვი რუსი და ქართველი პარლამენტარების ურთიერთობის მზაობას ადასტურებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

Tass-ი ინფორმაციით, რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთი სხვა დონის კონტაქტებისთვისაც მზადაა.

“რაც შეეხება რუსეთისა და საქართველოს პარლამენტარებს შორის, ჩვენ ამას მხოლოდ მხარს ვუჭერთ. უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ სხვა დონეებზე კონტაქტებისთვის”, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა აბაშიძე-კარასინის ფორმატსაც გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ “სხვა სახის ფორმატისთვისაც მზად არიან, რომლებიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება”.

“ჩვენ ერთმანეთს უნდა ვესაუბროთ, მოვძებნოთ გამოსავალი. ჩვენ მეზობლები ვართ, ბევრი საერთო გვაქვს ისტორიაშიც, და დღევანდელ რეალობაშიც. ამიტომ, ჩვენ მივესალმებით პარლამენტარების ინიციატივას”, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close