ALL დაიჯესტი

“საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს “ვინმე” რამაზ დევაძე შეიწყალა, რომელმაც 2014 წლის 27 დეკემბერს 22 წლის პოლიციის ოფიცერი მოკლა”

ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავით მახარაძე ავრცელებს.

“S.O.S !!!

ბოლომდე წაიკითხეთ და გაავრცელეთ ეს ბევრმა ნახოს !!

საქართველოს რეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 28 აგვისტოს “ვინმე” რამაზ დევაძე შეიწყალა, რომელმაც 2014 წლის 27 დეკემბერს, ქ. ბათუმში, ღამის კლუბ ,,ვეგასში”, 22 წლის პოლიციის ოფიცერი თარაშ მუკბანიანი მისივე ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, განზრახ მკვლელობისთვის, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების მიერ დადგენილი იყო, რომ კლუბში კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ამავე საქმისთვის მსჯავრდებულმა, ვინმე ბესიკ მამულაძემ კლუბში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქე ფირუზა ა.-ს და უზბეკეთის მოქალაქე ილაჰიმ მ.-ს დაუწყო შევიწროვება, ხოლო პოლიციელმა თარაშ მუკბანიანმა დამშვიდება სთხოვა. ამით გაღიზიანებული არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამულაძე და მასთან ერთად მყოფი დევაძე თავს დაესხნენ და 5-6 წუთის განმავლობაში დაუნდობლად სცემდნენ მუკბანიანს, დევაძემ პოლიციელს წაართვა კუთვნილი ტაბელური იარაღი და თავის არეში გასროლით ადგილზე მოკლა. აღსანიშნავია, რომ მუკბანიანის მკვლელობამდე 5 თვით ადრე, 2014 წლის 26 ივნისს, დევაძემ და კიდევ ორმა პიროვნებამ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კიდევ ერთ პოლიციელს და სხვა პირებს, რა დროსაც პოლიციის ინსპექტორი – ილია კუკალაძე დაზარალდა. მართალია დევაძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის წყალობით, მან სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში, განზრახ მკვლელობისთვის მხოლოდ 5 წელი გაატარა.

📌იმ ფონზე, როცა რეზიდენტი უარს ამბობს, ჩვენი აზრით უდანაშულო (დამნაშვე რომც იყოს), დაავადებული და დაუძლურებული დეკანოზის შეწყალებაზე, როცა პრეზიდენტი არც კი განიხილავს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათის მებრძოლი ათობით პოლიციის ოფიცრის შეწყალებას, რომლებსაც გაცილებით ნაკლები სიმძიმის დანაშულებები აქვთ შერაცხული, ის ყოველგვარი რიდის გარეშე, ხელს აწერს ახალგაზრდა პოლიციელის მკვლელის ვადაზე გაცილებით ადრე განთავისუფლებას, რომლის დაკრძალვაზეც მთელი სახელმწიფო გულში მჯიღს იცემდა და პირობას დებდა, რომ მკვლელი და მისი თანამზრახველები, კანონის მთელი სიმკაცრით იქნებოდნენ დასჯილები!

📌მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს შეწყალებული ადამიანების სრული სია.

📌არსებული ინფორმაციით საპარლამენტო არჩევნებისთვის ხელისუფლებას განზრახული აქვს მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა საპატიმროებიდან გაათავისუფლოს კრიმინალური ავტორიტეტები მათი არჩევნებში გამოყენების მიზნით.

📌მსგავსი მიდგომა პოლიციელების მიმართ არის ამორალური უსინდისობა”,- წერს მახარაძე.

ცნობისთვის,სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close