ALL დაიჯესტი

“სიხარულით გავატარეთ გუშინდელი დღე… რა ვიცოდი, თუ ეს დაგემართებოდა” – ვინ არიან სენაკში ავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდები

სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ნო­სირ­თან მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ერ­თმა­ნეთს ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა, რომ­ლებ­საც ცე­ცხლი გა­უჩ­ნდათ. ერთ-ერთ მან­ქა­ნა­ში მსხდო­მებ­მა გად­მოს­ვლა მო­ას­წრეს და ისი­ნი მსუ­ბუ­ქად არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი­ვე მან­ქა­ნა გაზ­ზე იყო მო­მუ­შა­ვე. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის, მე-8 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი 21 წლის შოთა მა­ჩი­ტი­ძე და 25 წლის ვა­ლე­რი თუ­ში­აშ­ვი­ლი არი­ან. მა­ჩი­ტი­ძე წარ­მო­შო­ბით თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თუ­ზი­დან იყო.

რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რივ­მა გა­ნა­ცხა­და, მან სკო­ლა სო­ფელ­ში და­ამ­თავ­რა, შემ­დეგ კი სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გა­და­ვი­და. მისი თქმით, თუზ­ში ახალ­გაზ­რდა იშ­ვი­ა­თად ჩა­დი­ო­და და ად­გი­ლობ­რი­ვებს მას­თან ხში­რი კონ­ტაქ­ტი არ ჰქონ­დათ.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, რომ შოთა მა­ჩი­ტი­ძე და ვა­ლე­რი თუ­ში­აშ­ვი­ლი სამი თვით ქო­ბუ­ლეთ­ში სა­მუ­შა­ოდ იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ.

ახალ­გაზ­რდე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბას მათი მე­გობ­რე­ბი “ფე­ის­ბუ­ქით” ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

“ღმერ­თო ჩემო, უბ­რა­ლოდ რამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლი ხარ შო­თი­კო, გუ­შინ ვნა­ხე ქო­ბუ­ლეთ­ში და სი­ხა­რუ­ლით და ღა­და­ო­ბით გა­ვა­ტა­რეთ გუ­შინ­დე­ლი დღე… მეთ­ქი ჩემი ნაც­ნო­ბი გა­მოჩ­ნდა ძლივსთქო, კი მი­თხრა ხვალ ვა­პი­რებ იქეთ წა­მოს­ვლა­სო მაგ­რამ რა ვი­ცო­დი დღეს ეს თუ და­გე­მარ­თე­ბო­და ჩემო ძმაო” – წერს ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლის შო­თი­კო მა­ჩი­ტი­ძის მე­გო­ბა­რი.

ambebi.ge


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close