News დაიჯესტი

მუხათგვერდის სასაფლაოზე ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია

მუხათგვერდის სასაფლაოზე ხანძარი ამ დროისთვის  ლოკალიზებულია. ამის შესახებ “ჯეო დაიჯესტს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ  წუთებში ადგილზე  მცირე კერების დაქრობა მიმდინარეობს.

მათივე ინფრმაციით, ცეცხლის საფლავებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

შეგახსნებეთ, ხანძარი მუხათგვერდის სასაფლაოზე დაახლოებით  ორი საათის  წინ გაჩნდა. ხანძრის გამომწვვეი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ფოტო: “პირველი არხი”


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close