ALL დაიჯესტი
გვიანი დედობა – ახალგაზრდობის საწინდარი მათთვის, ვინც 40 წელს გადააბიჯა
დღეს მსოფლიოში ქალები ხშირად 40 წლის შემდეგ მშობიარობენ
- ნახვები744
- ლაიქები0
დღეს აღარავის აკვირვებს ქალების გადაწყვეტილება, იმშობიარონ 40 წლის შემდეგ. როგორ აისახება დედობა ქალის გაახალგაზრდავების პროცესზე და საერთოდ, რა რისკებთან არის დაკავშირებული ეს მდგომარეობა მათთვის, ვინც 40 წელს გადააბიჯა? ამ საკითხებზე სასაუბროდ მეან-გინეკოლოგ ქეთევან ადამიას ვესტუმრეთ.
– ქალბატონო ქეთევან, შესაძლოა თუ არა, ასაკი დედობისათვის დაბრკოლებად იქცეს?
– დღეს სულ უფრო მეტი ქალი ქმნის ოჯახს საკმაოდ მოზრდილ ასაკში და დებს ბავშვის გაჩენას იმ დრომდე, სანამ თავად მყარად არ დადგება ფეხზე. ამას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, მაგრამ უდავოა ერთი რამ: ამ დროს
– ხომ არ გახშირდა ბოლო ხანს გვიანი მშობიარობა?
– ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო სტატისტიკის ცენტრის მონაცემებით, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში 30-დან 39 წლამდე ასაკის პირველმშობიარეთა რაოდენობამ 2-ჯერ და მეტად
მოიმატა. ამავე პერიოდში 50%-ით მოიმატა 40 წელს გადაცილებული პირველმშობიარე ქალების რიცხვმა. ჯერ კიდევ 10 წლის წინ, როდესაც ქალს 30 წელი უსრულდებოდა, მისი ბიოლოგიური საათი განგაშის ზარს რეკდა. დღეს პირველი სიგნალი 35-40 წლის შემდეგაც კი არ ისმის. თანამედროვე ქალების უმრავლესობას 35-40 წლის შემდეგ ყველაზე აქტიური პერიოდი უდგება – აღწევენ პროფესიულ წარმატებებს, მისდევენ სპორტს, თავს უვლიან და მშვენივრად გამოიყურებიან. სწორედ ამ დროს იღებენ ისინი გაწყვეტილებას, გააჩინონ პირმშო ან დიდი ხნის შესვენების შედეგ – მეორე შვილი და ახალი ოჯახიც კი შექმნან. არცთუ იშვიათად გვიანდელი ორსულობა არა დაგეგმვის, არამედ გვიანი ქორწინების შედეგია, ზოგჯერ კი უშვილობასთან მრავალწლიანი ბრძოლა მხოლოდ ამ ასაკში გამოიღებს ხოლმე შედეგს.
– რამ განაპირობა იმ ზღვრის აწევა, რომელიც მშობიარეთა ასაკს ზღუდავდა?
– ამის ერთ-ერთი მიზეზი უსაფრთხოებაა. თუ თქვენ უკვე გადალახეთ 40 წლის ზღურბლი და გეშინიათ, რომ დედობის სიხარული თქვენთვის უკვე დაკარგულია, დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. 40 წლის ქალების გამოკვლევამ, რომელიც მშობიარობამდე ტარდება, გენეტიკური გადახრების მქონე ბავშვების დაბადების ალბათობა მინიმუმამდე შეამცირა და 20 წლის ქალების დონემდე დაიყვანა. დღეს არსებულმა კონტრაცეფციის შედარებით უსაფრთხო მეთოდებმა და იმ ქალების აქტიურობამ, რომლებმაც პირველად 40 წლის შემდეგ იმშობიარეს, ხელი შეუწყო საზოგადოებაში იმ აზრის გავრცელებას, რომ მშობიარობა გვიანი არასდროს არის. მეტიც – ის დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. მთავარია დედობისადმი თქვენი დამოკიდებულება და ჯანმრთლობის ზოგადი მდგომარეობა. სტატისტიკა მეტყველებს, რომ გვიან ორსულობას სარგებლობა მოაქვს ქალისთვის, თუმცა კი მცირე ხნით ასუსტებს მის ჯანმრთელობას.
– რატომ მოიმატა ასეთი ქალების რიცხვმა?
– დღეს მსოფლიოში ქალები ხშირად 40 წლის შემდეგ მშობიარობენ. დააკვირდით ცნობილ ქალბატონებს, რომლებმაც იმშობიარეს 40 წლის შემდეგ. ბევრ თანამედროვე ქალს მიაჩნია, რომ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე შეუძლია, ბავშვის გაჩენა მისთვის ხელსაყრელ დრომდე გადადოს. ეს ის დროა, როცა ისინი:
- მიიღებენ სრულფასოვან განათლებას;
- წარმატებას მიაღწევენ პროფესიულ საქმიანობაში;
- განიმტკიცებენ ფინანსურ მდგომარეობას;
- თუმცა ამავე დროს იმატებს რისკი, რომ გადადებული ორსულობა შესაძლოა სავსებით აღარ დადგეს ან არ ჰქონდეს სასურველი შედეგი.
ნამდვილად ღირს ბავშვის გაჩენა 40 წლის შემდეგ. ამ დროს ქალის ორგანიზმში ამოქმედდება ფარული რეზერვები, რაც მოწიფულ დედებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს – მათ ხომ ასე სჭირდებათ თავიანთი პაწიას გაზრდა და ფეხზე დაყენება. იპოვიან შესაფერის ცხოვრების თანამგზავრს და ა.შ.
– მართლა ასეთი მაღალია გართულებების რისკი 40 წელს გადაცილებულ ქალებში?
– მართალია, სამედიცინო ჩვენებით ითვლება, რომ უმჯობესია იმშობიაროთ 20-24 წლის ასაკში, მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ ამ ასაკში მშობიარობისთვის ემოციურად და ფსიქოლოგიურად მზად არ არის; ემოციურ სიმწიფეს ისინი ფიზიკური მომწიფებიდან რამდენიმე წლის შემდეგ აღწევენ. სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ასაკთან ერთად ბუნებრივი და ხელოვნური განაყოფიერების შანსი ქვეითდება. გასაგებია, რომ ასაკთან ერთად ჯანმრთელობა არ გვემატება. 25-დან 30 წლამდე ასაკის ქალების მხოლოდ 15%-ს ეშლება მუცელი. 40-ის შემდეგ – დაახლოებით 40%-ს. ამავე დროს ასაკთან ერთად იმატებს თანდაყოლილი დაავადებების მქონე ბავშვის გაჩენის რისკი. მიუხედავად ამისა, ჩვენს სინამდვილეში 35 წელს გადაცილებული ორსული ავტომატურად უკვე აღარ ხვდება მაღალი რისკის ჯგუფში. ბევრი რამ არის დამოკიდებული ქალის ბიოლოგიურ ასაკსა და ფსიქოლოგიურ განწყობაზე. მოზრდილი დედები უფრო გააზრებულად და გულმოდგინედ ემზადებიან ორსულობისთვის, ზრუნავენ თავიანთ და მომავალი ბავშვის ჯანმრთელობაზე. ასეთი სერიოზული დამოკიდებულების დროს თანამედროვე მედიცინის დახმარებით მრავალი საშიშროების თავიდან აცილებაა შესაძლებელი. მართლაც, გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ თუ ასეთი ქალი არ არის უნაყოფო, ფიზიკურად ჯანმრთელია, არ ჰქონია თვითნებითი აბორტი, ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის შანსი თითქმის ისეთივე აქვს, როგორიც 20 წლის ქალს. ეს კი რადიკალურად ეწინააღმდეგება აქამდე არსებულ მოსაზრებას, თითქოს უფროსი ასაკის ქალებს ხშირად უჩნდებათ სუსტი, მცირე წონის ბავშვები, რომლებიც იხოცებიან ან ავადმყოფები იბადებიან.
– როგორ განისაზღვრება რისკის ხარისხი?
– 35 და მითUუმეტეს 40 წლის შემდეგ ორსულობა რისკის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ ჩაივლის, მაგრამ ეს რისკი არც ისე დიდია, როგორც გგონიათ და ხშირად შეიძლება მინიმუმამდე დავიყვან