News დაიჯესტი

“მეგობარი დაიჭირეს მხოლოდ იმისთვის, რომ ინვესტორი მიუყვანა საკრებულოს თავმჯდომარეს”,-ირაკლი ჟვანია

მე დღეს ვიყავი სასამართლოზე. მე ვნახე დღეს თურმე როგორ ასამართლებდა ლავრენტის НКВД ОГПУ ადამიანს, ვნახე თვალნათლივ.
ჩვენს გვერდით, ჩვენი მეგობარი დაიჭირეს მხოლოდ იმისთვის, რომ ინვესტორი მიუყვანა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს და ამისთვის გაუშვეს ციხეში.

არც ფულზე აქვს ხელი მოკიდებული, არც სახელმწიფოს საზიანო რაიმე გადაწყვეტილება აქვს მიღებული. მისი დაკავების ორდერს არ ახლავს მოსამართლის გადაწყვეტილება (!!!) , ოქმში არ არის დაფიქსირებული დაკავების საათი და წუთი. ხუთი საათი ადვოკატს არ უშვებდნენ მასთან დაკავებისას. პროკურატურის მტკიცებულება არის უშიშროების სამი აგენტის “ჩვენება” ( донос 1937) და მ ხ ო ლ ო დ მობილურის-ვიდეო ფარული მოსმენის ჩანაწერები, სადაც ყველაფერია კონკრეტული დანაშაულის ნიშნების გარდა. მას არც გირაოს შეთავაზებამ უშველა, არც სრულიად უნაკლო წარსულმა, არც იმან რომ პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელია სხვებთან ერთად ბიძინა ივანიშვილს გვერდში ედგა იმ უძნელეს 2012 წელს.

4 ადვოკატი მოსამართლეს სთხოვდა მხოლოდ იმას, რომ გირაოს და ხელწერილის სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ ეს კაცი დროებით, ვინაიდან ადამიანს არანაირი დანაშაულის კვალი არ აქვს და არსად გაქცევას არ აპირებს.
არაო, გაუპატიურებული ფემიდის მსახურმა მოსამართლემ, საშიშროებას წარმოადგენსო მოწმეებს შეაშინებსო და სრულიად შოკში მყოფი კაცი ციხეში გაუშვა ერთ წუთში, ისე რომ სათათბირო ოთახში არც გასულა.

დღეს მე მე ვნახე ლავრენტის სტილის ქართული პროკურატურა და ვიშინსკის 1937 წლის სტილის სასამართლო.
ქართული პროკურატურა და სასამართლო ესაა “ცეხი”, რომელიც პატიმრებს აპრავებს კამერაში. ეს არაა მხოლოდ მურუსიძე ან ჩინჩალაძე, ესაა უსაშინლესი მანქანა, რომლის კბილანებში თუ მოხვდი მხოლოდ ის დაგრჩენიათ ქართველებო რომ “მამაო ჩვენო” იკითხოთ, იმიტომ რომ აქ, მიწაზე თქვენი მშველელი არავინაა.

ხელისუფლებაში ხმა არ ამოიღოთ არავინ სამართალზე, ევროსტანდარტებზე, დასავლეთისკენ წინსვლაზე და ნატოში შესვლაზე…….

ეტყობა ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანების გაცნობისთვის შეიძლება ჩვენც დავისაჯოთ, თუ ისინი უჩვენოდ რამეს დააშავებენ, მოკლედ მთავარი ხაზი გრძელდება. კაცი იყოს და სტატია მოიძებნება……ამისთვის ვიბრძოდით თურმე თემურ ყველანი 2012 წელს…..
ეს ქვეყანა სამკურნალოა, და მკურნალობა უნდა დაიწყოს ამ სისტემის შეცვლიდან.
….
P.s. ქართულო ოცნებავ, თუკი უდანაშაულო კაცს დაიჭერდით, ანაკლიის პორტს ააშენებდით, ესტრადის მომღერლებში მილიონებს ჩაყრიდით, პარლამენტში ყრუ უმრავლესობა გეყოლებოდათ, თქვენს კომპანიებს ტენდერებს მოაგებინებდით და პროკურატურას შპს-დ დატოვებდით, რას ვერჩოდით მაშინ იმ სააკაშვილს, მეტს კი არაფერს აშავებდა?…………

არქიტექტორი

Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close