ALL დაიჯესტი

როგორ გავიდიდოთ ტუჩები ბუნებრივი მეთოდებით

ქალები ტუჩების გასადიდებლად ხშირად მიმართავენ ინექციას, პლასტიკურ ქირურგიას, ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროცედურებს, მაგრამ ისინი ყოველთვის უსაფრთხო არ არის და არც საჭიროა, ვინაიდან ტუჩის ფორმის, მისი მოცულობის კორექტირება სახლის პირობებშიც შეიძლება.
1. მკვებავი ნიღბები. სახეს ნიღბებით ხშირად ვანებივრებთ და ტუჩებს ვივიწყებთ. არადა ისიც არანაკლებ საჭიროებს დამატებით კვებას. ნატურალური პროდუქტების (მაგალითად, გახეხილი ვაშლი, ხაჭო ან არაჟანი) ნიღბები ტუჩებს სასარგებლო ნივთიერებებით კვებავს, კარგად ატენიანებს, ნაჯერ ფერს აძლევს.
2. სასწაულმოქმედი ნიღბები. ამ სიაში პირველ ადგილზეა აბუსალათინისა და ზეითუნის ზეთები. ღამით ტუჩებზე რომელიმე მათგანი წაისვით, 5–7 წუთი დაიტოვეთ. შემდეგ ნარჩენები ხელსახოცით მოიცილეთ. პროცედურის დროს ტუჩები მკვებავი ნივთიერებებით მარაგდება, მისი გარეგნობა უმჯობესდება.
მეორე საშუალებაა მენთოლის კომპრესი. ბამბის ტამპონი ცოტა მენთოლის ეთერზეთში დაასველეთ და ტუჩებზე 10 წუთი დაიდეთ. მენთოლი აგრილებს, ატონიზირებს. ასეთი კომპრესის გამოყენების შემდეგ შენიშნავთ, რომ ტუჩები უფრო ხორცსავსე და მოცულობითი გახდა.
3. რეგულარული მასაჟი. მასაჟის წყალობით სისხლი ტუჩებისკენ მიედინება და აქტიურად ცირკულაციას იწყებს. ყოველდღიურად, ერთი წუთის განმავლობაში კბილის ჯაგრისით ტუჩებზე მასაჟი გაიკეთეთ. ეს შეგიძლიათ შეასრულოთ კბილების გაწმენდის შემდეგ, მაშინვე. ჯაგრისი უნდა იყოს რბილბეწვიანი, კანს ტრავმა რომ არ მიაყენოს. მასაჟის დროს მოძრაობა წრიული, აკურატული და ზომიერად აქტიურია.
ასევე კვირაში ერთხელ ყინულის მასაჟი გაიკეთეთ. ყინულის რამდენიმე ნატეხი ქსოვილის ხელსახოცში გაახვიეთ და ორი წუთის განმავლობაში ტუჩებზე მასაჟი გაიკეთეთ. სისხლის მოწოლის ხარჯზე ტუჩები მოცულობაში რამდენადმე გადიდდება. უმჯობესია ეს პროცედურა დილით, მაკიაჟის წინ ჩაიტაროთ.
4. აქტიური სავარჯიშოები. ტუჩების ირგვლივ განლაგებული კუნთები შეიძლება ისევე გაწვრთნათ, როგორც დანარჩენი კუნთები ჩვენს სხეულზე. ყოველდღიური სავარჯიშოების გარეშე ვერაფერს გახდებით, მაგრამ შედეგი ამად ღირს. ყოველ დილით შემდეგი კომპლექსი შეასრულეთ: 1. ენა ძლიერ გამოყავით. ასეთ მდგომარეობაში 5 წამი დაყავით. სავარჯიშო 7–10–ჯერ გაიმეორეთ. 2. ტუჩები მოკუმეთ და ისე გამობერეთ, თითქოს ბაბუაწვერას სულს უბერავთ. 10–ჯერ გაიმეორეთ. 3. ტუჩები შიგნით შესწიეთ და ასეთ მდგომარეობაში 2 წუთი გეჭიროთ. 5–ჯერ გაიმეორეთ. 4. 2 წუთის განმავლობაში ტუჩებზე კბილებით აკურატულად იკიბინეთ.
5. სწორი მაკიაჟი. ტუჩებზე კორექტორი ან მკვრივი ტონალური კრემი წაისვით ისე, რომ ტუჩების მოხაზულობა პრაქტიკულად წაიშალოს. ზედა ტუჩის ზევით ფანქრით სასურველი კონტური გაავლეთ. ტუჩებზე ჯერ ფანქარი, ზემოდან პომადა წაისვით. შემდეგ ქაღალდის ხელსახოცით შეიმშრალეთ და პომადის მეორე ფენა დაიდეთ – ტუჩები ვიზუალურად გადიდდება.

წყარო http://sana.ge/


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close