News დაიჯესტი
2019 წელს ბუნებრივი აირის საფასური მცირდება
- ნახვები1265
- ლაიქები0
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, რეგიონებში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი მცირდება. იმ რეგიონებში, სადაც „სოკარ ჯორჯია გაზი” ოპერირებს, ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი 0.011 თეთრით მცირდება.
„სოკარ ჯორჯია გაზის” აბონენტებისთვის ამჟამად მოქმედი ტარიფი 56.940 თეთრია. შესაბამისად, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, 1 კუბურ მეტრზე ახალი სამომხმარებლო ტარიფი 56.929 თეთრი იქნება.
რაც შეეხება იმ რეგიონებს, სადაც „საქორგაზი” ოპერირებს, იქ ტარიფი 0.012 თეთრით შემცირდა. “საქორგაზის” აბონენტებისთვის ამჟამად მოქმედი ტარიფი 57.011 თეთრია, ხოლო 1-ელი იანვრიდან მათთვის ახალი ტარიფი ამოქმედდება 56.999 თეთრის ოდენობით.
საქართველოს ენერგეტიკისა და მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ
ახალი ტარიფები 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში და “ყაზტრანსგაზ თბილისის”, “სოკარ ჯორჯია გაზისა” და “საქორგაზის” მილიონამდე აბონენტს შეეხება, როგორც თბილისში და ასევე რეგიონებში.